https://sputnik-georgia.com/20220804/txilis-mkrepavebis-aqcia-269196480.html
ზუგდიდში თხილის მკრეფავები ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ
ზუგდიდში თხილის მკრეფავები ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ
Sputnik საქართველო
პროტესტის ნიშნად 400-მდე მუშამ დილიდანვე უარი თქვა თხილის პლანტაციებში მუშაობაზე. 04.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-04T18:49+0400
2022-08-04T18:49+0400
2022-08-04T21:44+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24638/83/246388360_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_4ac15359b44792ea4252a924bbb012a2.jpg
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ზუგდიდში თხილის მკრეფავებმა შრომის ანაზღაურების მომატების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.აქციის მონაწილეების თქმით, 1 კგ თხილის მოგროვებასა და ჩასაბარებელ პუნქტამდე მიტანაში კომპანია „აგრი-ჯორჯია” 50 თეთრს იხდის. ისინი ანაზღაურების 20 თეთრით მომატებას მოითხოვენ.როგორც კომპანიაში აღნიშნეს, მუშებისთვის ტარიფები წინასწარ იყო ცნობილი და შრომის ანაზღაურებაზე ფასების მომატება არ იგეგმება. პროტესტის ნიშნად 400-მდე მუშამ დილიდანვე უარი თქვა თხილის პლანტაციებში მუშაობაზე.აქციის მონაწილეები კომპანია „აგრი-ჯორჯიასთან" არიან შეკრებილი და ადმინისტრაციასთან შეხვედრას მოითხოვენ, თუმცა ამ დრომდე მათთან არავინ მისულა.„აგრი-ჯორჯიას” ზუგდიდის რაიონის სოფელ ონარიაში 50 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთზე თხილის პლანტაცია აქვს გაშენებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24638/83/246388360_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_d1f84a52ae252b05b81fa2043d30b3fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ზუგდიდში თხილის მკრეფავები ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ
18:49 04.08.2022 (განახლებულია: 21:44 04.08.2022) პროტესტის ნიშნად 400-მდე მუშამ დილიდანვე უარი თქვა თხილის პლანტაციებში მუშაობაზე.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ზუგდიდში თხილის მკრეფავებმა შრომის ანაზღაურების მომატების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების თქმით, 1 კგ თხილის მოგროვებასა და ჩასაბარებელ პუნქტამდე მიტანაში კომპანია „აგრი-ჯორჯია” 50 თეთრს იხდის. ისინი ანაზღაურების 20 თეთრით მომატებას მოითხოვენ.
როგორც კომპანიაში აღნიშნეს, მუშებისთვის ტარიფები წინასწარ იყო ცნობილი და შრომის ანაზღაურებაზე ფასების მომატება არ იგეგმება. პროტესტის ნიშნად 400-მდე მუშამ დილიდანვე უარი თქვა თხილის პლანტაციებში მუშაობაზე.
აქციის მონაწილეები კომპანია „აგრი-ჯორჯიასთან" არიან შეკრებილი და ადმინისტრაციასთან შეხვედრას მოითხოვენ, თუმცა ამ დრომდე მათთან არავინ მისულა.
„აგრი-ჯორჯიას” ზუგდიდის რაიონის სოფელ ონარიაში 50 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთზე თხილის პლანტაცია აქვს გაშენებული.