„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში ქუჩებს ასუფთავებს

© Sputnik / Alexander Imedashviliქუჩების მორეცხვა
ქუჩების მორეცხვა - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2022
გამოწერა
თბილისის ათივე რაიონის ცენტრალური ქუჩები და გამზირები სპეციალური ტექნიკის დახმარებით ირეცხება.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“ გზების მორეცხვის სამუშაოებს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სპეციალური ტექნიკის დახმარებით თბილისის ათივე რაიონის ცენტრალური ქუჩები და გამზირები ყოველდღიურად ირეცხება.
ამჯერად ნაძალადევის რაიონში გურამიშვილის გამზირი და ცოტნე დადიანის ქუჩა მოირეცხა. აქციის ფარგლებში ასევე დასუფთავდა ნაგავშემკრები კონტეინერები.
დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გზის მორეცხვის სამუშაოები, რომელიც მაისში დაიწყო, ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება და მოიცავს შემდეგ ქუჩებს:
თამარაშვილის ქუჩა, ახალი გზა პანდუსებით, კოსტავას, შარტავას, ჩოლოყაშვილის, პუშკინის, ბარათაშვილის, გორგასალის, ჯავახიშვილის (ელბაქიძის აღმართი), მარჯანიშვილის, ათონელის, ამაღლების, სულხან-საბას, ლეონიძის, ინგოროყვას, ქიაჩელის, ახვლედიანის (ყოფილი პეროვსკაია), ნიკოლაძის ქუჩა, ფიქრისგორა, უსახელოს, ჯორჯ ბუშის, ლეხ კაჩინსკის, ცოტნე დადიანის, ვეკუას, ხიზანიშვილის, ნონეშვილის, ცაბაძის, წინამძღვრიშვილის, აბასთუმნის, პაიჭაძისა და პეტრიწის ქუჩები.
ასევე მოირეცხება: თავისუფლების, ევროპის, ავლაბრის, გრიგოლ ორბელიანისა და გმირთა მოედნები; შოთა რუსთაველის, ჭავჭავაძის, პეკინის, დავით აღმაშენებლის, წერეთლის, რობაქიძის, ქეთევან დედოფლისა და დუმბაძის გამზირები. მორეცხვის სამუშაოები ჩატარდება გალაკტიონის, ბარათაშვილის, მეტეხისა და მშრალ ხიდებზეც.

გზების მორეცხვის სამუშაოები 24:00-დან 04:00 საათამდე პერიოდში ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0