საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

© Investigation Service of the Ministry of Financeსიგარეტი
სიგარეტი - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2022
გამოწერა
სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და ათას-ათასი ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდათ.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. „სარფის“, „სადახლოს“ და „კარწახის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, მებაჟე-ოფიცრებმა საქართველოს, თურქეთისა და სომხეთის რესპუბლიკების მოქალაქეების ფიზიკური და მათი კუთვნილი ავტომანქანების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში 22 ათასზე მეტი ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, კანონდამრღვევევებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა დაეკისრათ ათას-ათასი ლარის ოდენობით.
ყველა ახალი ამბავი
0