https://sputnik-georgia.com/20220804/rogori-iqneba-saqartveloshi-koronavirusis-morigi-talga-269180811.html
როგორი იქნება საქართველოში კორონავირუსის მორიგი ტალღა?
როგორი იქნება საქართველოში კორონავირუსის მორიგი ტალღა?
Sputnik საქართველო
სპეციალისტების ვარაუდით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მორიგი ფაზა ოქტომბერში დაიწყება. 04.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-04T11:00+0400
2022-08-04T11:00+0400
2023-08-17T18:17+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0f/252324183_0:178:3007:1869_1920x0_80_0_0_a94b095ff29282746942835b48a7bd38.jpg
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. კორონავირუსის ახალი ტალღა, რომელსაც შემოდგომაზე ველოდებით, წინამორბედების მსგავსად ძლიერი არ იქნება, თუმცა ეპიდვითარების გაუარესების რისკები არსებობს, განაცხადა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.საქართველო კორონავირუსის გავრცელების მორიგი, მეშვიდე ტალღისთვის ემზადება. ბოლო კვირების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები. ჯერ კიდევ ივნისში კვირაში 500-600 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ბოლო კვირაში კი 11.802 შემთხვევა გამოვლინდა.მიუხედავად კოვიდის შემთხვევების გაზრდისა, კლინიკების დატვირთვა არ გაზრდილა, აღნიშნა სპეციალისტმა.ინფიცირების შემთხვევების გაზრდას სპეციალისტები „ომიკრონის“ ახალი ქვეტიპებს - В.А.4-ს და В.А.5-ს უკავშირებენ. ეპიდემიოლოგების მტკიცებით, კორონავირუსით ინფიცირებულ ყოველ მეორე ადამიანს ინფექციის სწორედ ეს სახეობა აღენიშნება.სპეციალისტების ვარაუდით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მორიგი ფაზა ოქტომბერში დაიწყება.წინა კვირის მონაცემებით, საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირდა ინფიცირების 1.698.020 შემთხვევა, გარდაიცვალა 16.869. ამ დროისათვის ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი გაიზარდა 15,47 პროცენტამდე.საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0f/252324183_138:0:2869:2048_1920x0_80_0_0_1ff8da93263caea45ecd3b768706bdf7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
როგორი იქნება საქართველოში კორონავირუსის მორიგი ტალღა?
11:00 04.08.2022 (განახლებულია: 18:17 17.08.2023) სპეციალისტების ვარაუდით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მორიგი ფაზა ოქტომბერში დაიწყება.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. კორონავირუსის ახალი ტალღა, რომელსაც შემოდგომაზე ველოდებით, წინამორბედების მსგავსად ძლიერი არ იქნება, თუმცა ეპიდვითარების გაუარესების რისკები არსებობს, განაცხადა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.
საქართველო კორონავირუსის გავრცელების მორიგი, მეშვიდე ტალღისთვის ემზადება. ბოლო კვირების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები. ჯერ კიდევ ივნისში კვირაში 500-600 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ბოლო კვირაში კი 11.802 შემთხვევა გამოვლინდა.
„არის ზღვის სეზონი, რაც ნიშნავს მობილობის გაზრდას, ამიტომ მოსახლეობამ გარკვეული რეკომენდაციები უნდა დაიცვას. არის რისკები იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს, განსაკუთრებით შემოდგომაზე, მაგრამ, ჩემი აზრით, ახალი ტალღა არ იქნება მძიმე მიმდინარეობის“, – განაცხადა გოგინავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მიუხედავად კოვიდის შემთხვევების გაზრდისა, კლინიკების დატვირთვა არ გაზრდილა, აღნიშნა სპეციალისტმა.
ინფიცირების შემთხვევების გაზრდას სპეციალისტები „ომიკრონის“ ახალი ქვეტიპებს - В.А.4-ს და В.А.5-ს უკავშირებენ. ეპიდემიოლოგების მტკიცებით, კორონავირუსით ინფიცირებულ ყოველ მეორე ადამიანს ინფექციის სწორედ ეს სახეობა აღენიშნება.
სპეციალისტების ვარაუდით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მორიგი ფაზა ოქტომბერში დაიწყება.
წინა კვირის მონაცემებით, საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირდა ინფიცირების 1.698.020 შემთხვევა, გარდაიცვალა 16.869. ამ დროისათვის ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი გაიზარდა 15,47 პროცენტამდე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.