ნიჩბოსნობა: ზაზა ნადირაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

© photo: Sputnik / Stringerნიჩბოსნობა
ნიჩბოსნობა - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2022
გამოწერა
შესარჩევ ეტაპზე ზაზა ნადირაძე მხოლოდ პოლონელ ოლეკსი კოლიადიჩსა და ესპანელ სეტე ბენავიდესს ჩამორჩა.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. კანადის ქალაქ ჰალიფაქსში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე წარმატებით ასპარეზობს.
ნადირაძემ კანოეთი 200 მეტრ დისტანციაზე შესარჩევ გაცურვაში მესამე ადგილი დაიკავა (41,25) და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
შესარჩევი ეტაპი პოლონელმა ოლეკსი კოლიადიჩმა მოიგო, რომელმაც დისტანცია 41,02 წამში გაცურა. მეორე ადგილი დაიკავა ესპანელმა სეტე ბენავიდესმა, რომლის შედეგიც 41,23 წამი იყო. ფინალური ეტაპი კანადაში 6 აგვისტოს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო პირველობაზე საქართველოს სახელით ასევე იასპარეზებენ მარიამ ქერდიკაშვილი და ბადრი ყაველაშვილი. ქერდიკაშვილი კანოეთი 200 მეტრზე შესარჩევ შეჯიბრში დღეს ჩაერთვება. დღესვე იასპარეზებს ყაველაშვილიც, რომელიც ასევე 200 მეტრ დისტანციაზე გაცურავს.
კანადის ქალაქ ჰალიფაქსში მსოფლიოს ჩემპიონატი 3 აგვისტოს დაიწყო და 7 აგვისტოს დასრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0