Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სიყვარულში არ გამიმართლა და შვილიც არ მყავს... ეს დიდი შეცდომაა“ - მაკა რაზმაძე

© courtesy of Maka Razmadzeმაკა რაზმაძე
მაკა რაზმაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2022
გამოწერა
ტელეჟურნალისტ მაკა რაზმაძის ბიოგრაფია საქართველოს უახლეს ისტორიასთან თანხვედრაშია. ყველა მოვლენის უშუალო მონაწილე იყო, რაც ეროვნული მოძრაობის გამოღვიძებიდან დღემდე მოხდა. აფხაზეთის ომის კადრებს იღებდა, დაიჭრა კიდეც, მაგრამ მისგან ეს ამბავი არავის გაუგია. თურმე, თეატრალურ ინსტიტუტში მშობლებისგან მალულად ჩააბარა, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზეც იდგა. მაგრამ საბოლოოდ მაინც ჟურნალისტობა გახდა მისი პროფესია.
კიმ კარდაშიანი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2022
ყვითელი ამბები
„ოთხი შვილის მოვლა ძალიან დამღლელია, დასასვენებლად 20 წუთიც არ მრჩება“ - კიმ კარდაშიანი
მის ცხოვრებაში მრავლად იყო დრამატული მოვლენები – აფხაზეთის ომში ძმის დაღუპვა, ღალატი სიყვარულში, ტელევიზიიდან გათავისუფლება, უსამსახუროდ დარჩენა. ყველაფერს გაუძლო, არ გაბოროტებულა, გამოვლილმა გზამ გააძლიერა. მაკა ამ ყველაფერზე ,,სარკესთან” გულახდილად საუბრობს და ამბობს, რაზე სწყდება ყველაზე მეტად გული.

„სულ მეგონა, რომ მექნებოდა ოჯახი და მეყოლებოდა ბევრი შვილი. როგორც იცით, სიყვარულში არ გამიმართლა და, რაც ყველაზე სამწუხაროა, შვილი არ მყავს. ეს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომაა. ისეთ დროში გავიზარდე, როცა უქმროდ შვილის გაჩენა მიღებული არ იყო, საზოგადოების გაკიცხვას იმსახურებდა. ჩემი პატივისცემა იმ ქალბატონებს, ვინც ამ ყველაფერს გადააბიჯეს და შვილი გააჩინეს. ახლა ჩემთვის შვილის აყვანაც დაგვიანებულია, ასაკიც არ მიწყობს ხელს, ბავშვს ახალგაზრდა მშობელი სჭირდება. მოკლედ, რაც არის, ეს არის. ასეთია მაკა რაზმაძე და უკვე აღარ შეიცვლება“, – ამბობს მაკა.

ყველა ახალი ამბავი
0