https://sputnik-georgia.com/20220804/kvaracxelia-napolis-rigebshi-sauketesoa-269185253.html
მოპოვებული პენალტი და მორიგი გოლი - კვარაცხელია „ნაპოლის“ რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო
მოპოვებული პენალტი და მორიგი გოლი - კვარაცხელია „ნაპოლის“ რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო
Sputnik საქართველო
ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე „ნაპოლის“ რიგებში უკვე 4 გატანილი გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. 04.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-04T14:40+0400
2022-08-04T14:40+0400
2022-08-04T19:07+0400
საქართველო
იტალია
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/09/259456627_0:74:1300:805_1920x0_80_0_0_ac600e6382a9100e02ce711160c8fb22.jpg
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიური „ნაპოლის“ რიგებში მეხუთე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და კიდევ ერთი გოლი გაიტანა.ლუჩანო სპალეტის მიერ გაწვრთნილმა „ნაპოლიმ“ კასტელ დი სანგროში ესპანურ „ჟირონას“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ 21 წლის ქართველი შემტევი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.კვარაცხელიამ წინა ტესტ-მატჩზე მიღებული მსუბუქი ტრავმის გამო „ჟირონასთან“ შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, თუმცა მოულოდნელად უკვე მატჩის 24-ე წუთზე მინდორზე გასვლა მოუწია მატეო პოლიტანოს ტრავმის გამო.ქართველი ლეგიონერი მეტოქის კარს რამდენჯერმე დაემუქრა, თუმცა მისმა სახიფათო შეტევებმა შედეგი მხოლოდ 79-ე წუთზე გამოიღო. კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც თავად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია მეტოქესთან ერთ-ერთი შეჯახების დროს მოედნიდან 91-ე წუთზე გაიყვანეს. საერთო ჯამში, მინდვრის მოთამაშეებიდან ყველაზე მეტი დრო სწორედ ქართველ ლეგიონერს მიეცა.კვარაცხელიამ „ნაპოლის“ რიგებში 5 ამხანაგური მატჩი ითამაშა, მის ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე პასია. „ნაპოლი“ მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 6 აგვისტოს „ესპანიოლის“ წინააღმდეგ გამართავს, 15-ში კი გუნდი „ვერონასთან“ მატჩით იტალიის სერია A-ს დაიწყებს.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/09/259456627_0:100:1300:1075_1920x0_80_0_0_ea23dbc7afb5e431abec0b1c575ed050.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, იტალია , სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, იტალია , სპორტი, ახალი ამბები
მოპოვებული პენალტი და მორიგი გოლი - კვარაცხელია „ნაპოლის“ რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო
14:40 04.08.2022 (განახლებულია: 19:07 04.08.2022) ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე „ნაპოლის“ რიგებში უკვე 4 გატანილი გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიური „ნაპოლის“ რიგებში მეხუთე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და კიდევ ერთი გოლი გაიტანა.
ლუჩანო სპალეტის მიერ გაწვრთნილმა „ნაპოლიმ“ კასტელ დი სანგროში ესპანურ „ჟირონას“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ 21 წლის ქართველი შემტევი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
კვარაცხელიამ წინა ტესტ-მატჩზე მიღებული მსუბუქი ტრავმის გამო „ჟირონასთან“ შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, თუმცა მოულოდნელად უკვე მატჩის 24-ე წუთზე მინდორზე გასვლა მოუწია მატეო პოლიტანოს ტრავმის გამო.
ქართველი ლეგიონერი მეტოქის კარს რამდენჯერმე დაემუქრა, თუმცა მისმა სახიფათო შეტევებმა შედეგი მხოლოდ 79-ე წუთზე გამოიღო. კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც თავად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია მეტოქესთან ერთ-ერთი შეჯახების დროს მოედნიდან 91-ე წუთზე გაიყვანეს. საერთო ჯამში, მინდვრის მოთამაშეებიდან ყველაზე მეტი დრო სწორედ ქართველ ლეგიონერს მიეცა.
კვარაცხელიამ „ნაპოლის“ რიგებში 5 ამხანაგური მატჩი ითამაშა, მის ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე პასია. „ნაპოლი“ მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 6 აგვისტოს „ესპანიოლის“ წინააღმდეგ გამართავს, 15-ში კი გუნდი „ვერონასთან“ მატჩით იტალიის სერია A-ს დაიწყებს.