Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

კენდალ ჯენერი კალათბურთელ შეყვარებულს შეურიგდა - წყვილის რომანტიკული ფოტო

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიკენდალ ჯენერი
კენდალ ჯენერი - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2022
გამოწერა
რეალითი შოუ Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი 26 წლის მოდელი კენდალ ჯენერი და მისი მეგობარ მამაკაცი, Phoenix Suns-ის წამყვანი მოთამაშე, 25 წლის კალათბურთელი დევინ ბუკერი შერიგდნენ.
წყვილმა დაშორების გადაწყვეტილება იტალიაში, კორტნი კარდაშიანის ქორწილიდან მალევე მიიღო. წყაროების ცნობით, მათ „კარგი დრო გაატარეს", თუმცა დაბრუნების შემდეგ იგრძნეს, რომ ისინი არ იყვნენ ერთ ტალღაზე და ძალიან განსხვავებული ცხოვრების წესი ჰქონდათ. ინსაიდერის თქმით, ინიციატივა კენდალისგან იყო.
დევინმა და კენდალმა შეხვედრა 2020 წლის ზაფხულში დაიწყეს, თუმცა ურთიერთობა 2021 წელს, ვალენტინობის დღესასწაულზე გაასაჯაროვეს. წყვილი 2022 წლის ივნისში ერთმანეთს დაშორდა, რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ კი ურთიერთობა კვლავ განაახლეს.
კენდალ ჯენერმა სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ წყვილი საზაფხულო არდადეგებს ერთად ატარებს.
ყველა ახალი ამბავი
0