მოსაზრება: ამერიკული ლენდ-ლიზი ტაივანისთვის

CC BY-SA 2.0 / Michael Cannon / Soldiers practicing patrol in Manjhouტაივანელი სამხედროები
ტაივანელი სამხედროები  - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2022
გამოწერა
ტაივანში აშშ-ის კონგრესის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტი უფრო ახლოსაა ბირთვულ საფრთხესთან, ვიდრე რთული საერთაშორისო პრობლემების სახელმწიფო დიპლომატიითა და მშვიდობიანი გზით მოგვარებასთან.
ამ ვიზიტისადმი საერთაშორისო ინტერესი გამოწვეულია ვაშინგტონი-პეკინი-ტაიბეის სამკუთხედში მზარდი სამხედრო-პოლიტიკური დაძაბულობით და უკრაინაში რუსული სპეცოპერაციის განვითარების პროექციით.
ტაივანი - ჩინეთის განუყოფელი და კანონიერი ნაწილია, კუნძული-სახელმწიფო არ არის წარმოდგენილი გაეროში, აღიარებულია მხოლოდ 15 ქვეყნის მიერ და მათ შორის არ არის აშშ. პელოსის ვიზიტი ისეთივე პროვოკაციულია, როგორიც ამერიკული ლენდ-ლიზის პროექტი ტაიბეისთვის ან აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადება აშშ-ის მზადყოფნაზე, დაიცვას ტაივანი ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პელოსი ტაივანში გაემგზავრა ერთადერთი მიზნით - „ცეცხლი გააჩინოს კუნძულზე“.
აშშ საუბრობს „ერთიანი ჩინეთის“ პოლიტიკის ერთგულებაზე და ამასთანავე აქტიურად აიარაღებს კუნძულს. ვაშინგტონი ტაივანს ჰპირდება გამანადგურებელ F-16-ს, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, გემსაწინააღმდეგო რაკეტებს და სამხედრო დაზვერვის მონაცემებს.
ჩინეთთან ურთიერთობის ასეთმა ფორმამ შეიძლება გამოიწვიოს წინასწარ განუსაზღვრელი შედეგები აზია–წყნარი ოკეანის რეგიონისა და ჩრდილოეთ ამერიკისთვის. თუმცა ვაშინგტონი პეკინთან ტაივანზე კონფრონტაციას განიხილავს, როგორც „საყრდენ წერტილს“ ავტორიტარიზმთან დემოკრატიის ბრძოლაში ჰეგემონის ძველებურ როლში თავის დამკვიდრების მიზნით.
პეკინს უკეთესის იმედი აქვს, მაგრამ ემზადება უარესისთვის. ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ტაივანთან გაერთიანება თავისი მართვის ქვაკუთხედად აქცია და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ტელეფონით საუბრისას განაცხადა: „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიღუპება“. ეს პროვოკაციაზე ძალისმიერი პასუხის პირდაპირი მუქარაა.
ნენსი პელოსის ტურნეს ფონზე ტაივანის მახლობლად გამოჩნდა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მნიშვნელოვანი დაჯგუფება - რამდენიმე ავიამზიდი, ათობით თანმხლები ხომალდი, ასობით თვითმფრინავი, მათ შორის F-35B Lightning II.
ორი ჩინური ავიამზიდი ზღვაში გავიდა, „წვრთნებისთვის“ 5 დღით ჩაიკეტა ახალი რაიონი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელმა არმიამ გააძლიერა ჯარი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ტაივანის სანაპიროსთან მზადყოფნაშია გამანადგურებლები J-11, J-16 და Су-27...
ამას წინათ ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა მანევრების სერია ჩაატარეს საზღვაო აკვატორიაში კუნძულ ტაივანის მახლობლად. სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინურმა თვითმფრინავებმა 1500 კმ მანძილზე ამერიკულ ავიამზიდ Theodore Roosevelt-ზე ჰიპერბგერითი რაკეტებით დარტყმები დაამუშავეს.
ჩინეთის სახმელეთო ჯარს ტაივანში შეიძლება დახვდეს 480 ამერიკული ტანკი, 2000 ჯავშანტრანსპორტიორი, 600 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, 69 დამრტყმელი ვერტმფრენი АН-64Е „აპაჩი“, АН-1W „კობრა“, 175 მრავალმიზნობრივი ვერტმფრენი, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „პატრიოტი“ და სხვ. მოეპოვებათ ასევე ამერიკული გამანადგურებლები F-16 Fighting Falcon, საკუთარი წარმოების უპილოტო და გემსაწინააღმდეგო რაკეტები.
ტაიბეის სახმელეთო ძალებშია 35 ბრიგადა, აქედან 25 - ქვეითი, 5 - სატანკო, 3 - მექანიზებული. სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობს 90 ათასი, სამხედრო-საზღვაო ფლოტში - 32,5 ათასი ადამიანი. გარდა ამისა, ტაივანთან ახლოს საჰაერო სივრცეში პატრულირებს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მზვერავი თვითმფრინავები. პეკინისა და ტაიბეის სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში სპეცოპერაცია შეიძლება რამდენიმე თვეს გაგრძელდეს. აშშ-ის მხრიდან სანქციები და ჩინეთის ეკონომიკის დამუხრუჭება - გარანტირებულია.
პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამერიკული ჯარი დაიცავს სპიკერის უსაფრთხოებას მარშრუტზე. ამერიკელებისთვისაც ნათელია, რომ ნენსი პელოსის პროვოკაციული ვიზიტი ტაივანში, ლენდ-ლიზის პროექტი ტაიბეის სეპარატისტებისთვის - ჩინეთის მიმართ აშშ-ის აგრესიის აქტის შემადგენელი ნაწილია, მესამე მსოფლიო ომის ზღურბლია.
პენტაგონის ევროპელი მოკავშირეები შეშფოთებული არიან ჩინეთის მკაცრი პასუხის შესაძლებლობით, აშშ-ის ყურადღების გადატანით ტაივანზე, უკრაინის გამიჯვნით მსოფლიო მოვლენების პერიფერიაზე. ისტორიის ოწინარი მერყეობს.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ მოძველებული ამერიკული აგრესია არის არა ემოციური რეაქცია აშშ-ის ხანდაზმული ხელმძღვანელებისა ჩინეთის მხრიდან რაიმე წყენაზე, არამედ სახელმწიფო კურსი უფსკრულისკენ. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მარკ ესპერმა ტაიბეიში უმაღლეს ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა სრულად უნდა თქვას უარი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკაზე, გაარკვიოს ურთიერთობა ტაივანთან უსაფრთხოების სფეროში: „ერთი ჩინეთის პოლიტიკას 50 წელი შეუსრულდა და, ვფიქრობ, მან თავი ამოწურა“. როგორც ჩანს, ვაშინგტონში სახელმწიფო პასუხისმგებლობა იწყება იქ, სადაც მთავრდება ამერიკული დაუსჯელობა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0