https://sputnik-georgia.com/20220803/ucxo-enebis-gamocdebis-shedegebi-gamoqveynda-269149893.html
აბიტურიენტების საყურადღებოდ: უცხო ენებში გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა
აბიტურიენტების საყურადღებოდ: უცხო ენებში გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა
Sputnik საქართველო
გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, ე.წ. ნედლი ქულის ნახვის... 03.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-03T11:05+0400
2022-08-03T11:05+0400
2022-08-03T16:52+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252181321_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_deb43f7c0cb8cbdaa5e5058e5b51aa5b.jpg
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. უცხო ენებში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 22 ივლისს დასრულდა. გამოცდების საბოლოო შედეგები საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ გამოქვეყნდება.უცხო ენების გამოცდებში საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებ-გვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი.გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, ე.წ. ნედლი ქულის ნახვის შესაძლებლობა.აბიტურიენტები შედეგების გაგებას მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გაგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0,50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გაგზავნის შეტყობინებას).წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა სამი გამოცდა ჩააბარეს – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი შერჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებით ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.2022 წლის გამოცდებზე 41 ათასზე მეტი აბიტურიენტი, 2,5 ათასზე მეტი სტუდენტი, 9,5 ათასზე მეტი მაგისტრობის კანდიდატი და 34,5 ათასი მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა.სააპელაციო განცხადებების მიღება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება. განცხადებების მიღება ელექტრონული ფორმით მოხდება ვებ-გვერდზე www.naec.ge.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252181321_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_27abee66fecd0c630a202e5d357523f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
აბიტურიენტების საყურადღებოდ: უცხო ენებში გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა
11:05 03.08.2022 (განახლებულია: 16:52 03.08.2022) გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, ე.წ. ნედლი ქულის ნახვის შესაძლებლობა.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. უცხო ენებში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 22 ივლისს დასრულდა. გამოცდების საბოლოო შედეგები საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ გამოქვეყნდება.
უცხო ენების გამოცდებში საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებ-გვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, ე.წ. ნედლი ქულის ნახვის შესაძლებლობა.
აბიტურიენტები შედეგების გაგებას მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გაგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0,50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გაგზავნის შეტყობინებას).
უცხოური ენების ტესტის მაქსიმალური ქულაა 80. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტი. მნიშვნელოვანია, რომ გათანაბრების შედეგად ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა სამი გამოცდა ჩააბარეს – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი შერჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებით ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
2022 წლის გამოცდებზე 41 ათასზე მეტი აბიტურიენტი, 2,5 ათასზე მეტი სტუდენტი, 9,5 ათასზე მეტი მაგისტრობის კანდიდატი და 34,5 ათასი მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა.
სააპელაციო განცხადებების მიღება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება. განცხადებების მიღება ელექტრონული ფორმით მოხდება ვებ-გვერდზე www.naec.ge.