https://sputnik-georgia.com/20220803/uaqcizo-sigarettan-brzola-ivlisis-monacemebi-269170001.html
უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა - ივლისის მონაცემები
უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა - ივლისის მონაცემები
Sputnik საქართველო
ივლისში თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვისა და რეალიზაციის 252 ფაქტი გამოვლინდა. 03.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-03T19:17+0400
2022-08-03T19:17+0400
2022-08-03T21:55+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/75/234097518_0:156:1501:1000_1920x0_80_0_0_b92cb37e2d323f344681601c13611ce6.jpg
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში 15 ათასზე მეტი კოლოფი კონტრაბანდული სიგარეტი და 36 კილოგრამზე მეტი უაქციზო თამბაქო ამოიღეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.უწყების პრეს-სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვა-გადაზიდვის 252 ფაქტი გამოვლინდა.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს უაქციზო საქონელი ჩამოერთვათ.საქმის მასალები ხუთ ფაქტზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო დანარჩენი 80 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმები.სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში მძიმე პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/75/234097518_39:0:1372:1000_1920x0_80_0_0_aa2641be2a1dde5d19cd352549f68d0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა - ივლისის მონაცემები
19:17 03.08.2022 (განახლებულია: 21:55 03.08.2022) ივლისში თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვისა და რეალიზაციის 252 ფაქტი გამოვლინდა.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში 15 ათასზე მეტი კოლოფი კონტრაბანდული სიგარეტი და 36 კილოგრამზე მეტი უაქციზო თამბაქო ამოიღეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
უწყების პრეს-სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვა-გადაზიდვის 252 ფაქტი გამოვლინდა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს უაქციზო საქონელი ჩამოერთვათ.
უწყების ცნობით, სამართალდამრღვევი პირების მიმართ 167 ფაქტზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საქმის მასალები სასამართლოს გადაეგზავნა.
საქმის მასალები ხუთ ფაქტზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო დანარჩენი 80 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმები.
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში მძიმე პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე.