სააფთიაქო ნარკომანია: პასუხისგებაში მიეცა 13 იურიდიული და 43 ფიზიკური პირი

© Pixabay / stevepbმედიკამენტები
მედიკამენტები - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2022
გამოწერა
სააფთიაქო ნარკომანიის გავრცელების აღკვეთის მიზნით სპეციალური მედიკამენტების სია მუდმივად ივსება.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით 22 აფთიაქი ამხილა ფსიქოტროპული წამლების ურეცეპტოდ გაყიდვაში, ნათქვამია სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, თბილისში, აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში მოქმედი სააფთიაქო დაწესებულებებიდან მოქალაქეებზე, მათ შორის, არასრულწლოვან პირებზე სისტემატურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაცია.
აღნიშნული ობიექტებიდან სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით მედიკამენტები ამოიღეს.

„დადგინდა, რომ აფთიაქების ხელმძღვანელებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიიღეს ასეულობით ათასი ლარის შემოსავალი“, – ნათქვამია განცხადებაში.

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე პასუხისგებაში მიეცა 13 იურიდიული და 43 ფიზიკური პირი, რომელთა შორის სამი წარსულში ნასამართლევია ანალოგიური დანაშაულის ჩადენისთვის.
გამოძიება სსკ-ის192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა) მიმდინარეობს, რაც 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2014 წლის 1 სექტემბრიდან ურეცეპტოდ აკრძალულია საძილე და სედატიური პრეპარატების (გარდა მცენარეულისა), ანტიდეპრესანტების, სისტემური გამოყენებისთვის კორტიკოსტეროიდების, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებისა და იმუნომოდულატორების, ანტიმიკრობული (სისტემური გამოყენებისთვის), პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო, არითმიისა და ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო, დიაბეტისა და სხვა დაავადებების სამკურნალო წამლების გაყიდვა.
ყველა ახალი ამბავი
0