https://sputnik-georgia.com/20220803/ruseti-sco-qveynebs-satranzito-shesazleblobebs-stavazobs-269154754.html
რუსეთი SCO-ს ქვეყნებს საკუთარ სატრანზიტო შესაძლებლობებს სთავაზობს
რუსეთი SCO-ს ქვეყნებს საკუთარ სატრანზიტო შესაძლებლობებს სთავაზობს
Sputnik საქართველო
ფორუმის მიზანია რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, კულტურულ-ჰუმანიტარული და სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით. 03.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-03T15:19+0400
2022-08-03T15:19+0400
2023-07-20T15:46+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
უზბეკეთი
პოლიტიკა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/03/269150950_321:586:2920:2048_1920x0_80_0_0_6db3922abed23dfc0e6ecbebda7cce3a.jpg
თბილისი, 3აგვისტო – Sputnik. რუსეთი მზადაა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციიის (SCO, ШОС-რუს.) წევრ სახელმწიფოებს სპარსეთის ყურესა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ტვირთების გადაზიდვისთვის საკუთარი სატრანზიტო შესაძლებლობები შესთავაზოს.აღნიშნული განცხადება ტაშკენტში მიმდინარე SCO-ს ფორუმზე გააკეთა ჩელიაბინსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსეი ტეკსლერმა, იუწყება „Sputnik-უზბეკეთი".მისი თქმით, ეს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, განსაკუთრებით ახლა, როცა დასავლელ პარტნიორებზე წვდომა „გაიყინა“.ტეკსლერმა ფორუმის წევრებს შესთავაზა ორგანიზაციის ტერიტორიაზე ერთიანი ლოჯისტიკური ჰაბების პორტალის შექმნა, რომელზეც განთავსდება გამოყენების პირობებისა და ტარიფების შესახებ ინფორმაცია. გუბერნატორის თქმით, ჩელიაბინსკი მზადაა საკუთარ თავზე აიღოს პორტალის შექმნა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ერთიანი პორტალი სჭირდება ბიზნესმენებსაც.ტაშკენტში SCO-ს წევრი სახელმწიფოების ფორუმი იმართება>>>შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციიის (SCO, ШОС-რუს.) წევრი სახელმწიფოების მეთაურთა ფორუმი ტაშკენტში 3-4 აგვისტოს იმართება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა 50-ზე მეტი სპიკერი – რუსეთის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, პაკისტანის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის რეგიონების მეთაურები და დელეგაციის ხელმძღვანელები.ფორუმის მიზანია რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, კულტურულ-ჰუმანიტარული და სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით.
უზბეკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/03/269150950_895:600:2826:2048_1920x0_80_0_0_5a64c2535bb108228b5c390d496ceaa8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, უზბეკეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, უზბეკეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი SCO-ს ქვეყნებს საკუთარ სატრანზიტო შესაძლებლობებს სთავაზობს
15:19 03.08.2022 (განახლებულია: 15:46 20.07.2023) ფორუმის მიზანია რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, კულტურულ-ჰუმანიტარული და სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით.
თბილისი, 3აგვისტო – Sputnik. რუსეთი მზადაა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციიის (SCO, ШОС-რუს.) წევრ სახელმწიფოებს სპარსეთის ყურესა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ტვირთების გადაზიდვისთვის საკუთარი სატრანზიტო შესაძლებლობები შესთავაზოს.
აღნიშნული განცხადება ტაშკენტში მიმდინარე SCO-ს ფორუმზე გააკეთა ჩელიაბინსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსეი ტეკსლერმა, იუწყება
„Sputnik-უზბეკეთი".
„რუსეთის რეგიონები მზადაა სპარსეთის ყურეში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, ირანში, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციიის წევრი გახდება, ასევე ინდოეთსა და პაკისტანში ტვირთების გადასაზიდად საკუთარი სატრანზიტო შესაძლებლობები შესთავაზონ“, – განაცხადა გუბერნატორმა.
მისი თქმით, ეს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, განსაკუთრებით ახლა, როცა დასავლელ პარტნიორებზე წვდომა „გაიყინა“.
ტეკსლერმა ფორუმის წევრებს შესთავაზა ორგანიზაციის ტერიტორიაზე ერთიანი ლოჯისტიკური ჰაბების პორტალის შექმნა, რომელზეც განთავსდება გამოყენების პირობებისა და ტარიფების შესახებ ინფორმაცია. გუბერნატორის თქმით, ჩელიაბინსკი მზადაა საკუთარ თავზე აიღოს პორტალის შექმნა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ერთიანი პორტალი სჭირდება ბიზნესმენებსაც.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციიის (SCO, ШОС-რუს.) წევრი სახელმწიფოების მეთაურთა ფორუმი ტაშკენტში 3-4 აგვისტოს იმართება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა 50-ზე მეტი სპიკერი – რუსეთის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, პაკისტანის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის რეგიონების მეთაურები და დელეგაციის ხელმძღვანელები.
ფორუმის მიზანია რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, კულტურულ-ჰუმანიტარული და სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით.