https://sputnik-georgia.com/20220803/qutaisis-aeroportsi-gegmuri-swavleba-gaimarta-269177264.html
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა
Sputnik საქართველო
სრულმასშტაბიანი სწავლებები საქართველოს აეროპორტებში პერიოდულად, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. 03.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-03T23:06+0400
2022-08-03T23:06+0400
2022-08-03T23:06+0400
ავიამიმოსვლა საქართველოში
ქუთაისი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252111420_0:14:1300:745_1920x0_80_0_0_8bf2ad75966b3c5a5196371bb2b334d3.jpg
თბილისი, 3 აგვისტო - Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამისმა სამსახურებმა, ასევე საქაერონავიგაციის იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს, ქუთაისის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებმა.უწყების ცნობით, იმიტირებული სცენარის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტში თვითმფრინავი ავარიულად ეშვება, რის შემდეგაც აეროპორტში ცხადდება საერთო განგაში და იკრიბება საავარიო-ოპერატიული ცენტრი, რომელიც მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის და ხელმძღვანელობს საავარიო სამაშველო მოქმედებს.„სწავლების მიზანია აეროპორტში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში მონაწილე ორგანიზაციებისა და სამსახურების რეაგირების დროის დადგენა, ასევე საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმით გათვალისწინებული პროცედურების კოორდინირებულად და ეფექტიანად წარმართვა“, – განაცხადა აეროპორტების გაერთიანების უსაფრთხოებისა და ხარისხის მენეჯერმა თემურ ჩილინდრიშვილმა.მომდევნო სწავლება უახლოეს მომავალში მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში გაიმართება.
ქუთაისი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252111420_147:0:1163:762_1920x0_80_0_0_54238f7071b12bc7bf9ddb1706a577a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავიამიმოსვლა საქართველოში, ქუთაისი , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ავიამიმოსვლა საქართველოში, ქუთაისი , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა
სრულმასშტაბიანი სწავლებები საქართველოს აეროპორტებში პერიოდულად, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.
თბილისი, 3 აგვისტო - Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამისმა სამსახურებმა, ასევე საქაერონავიგაციის იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს, ქუთაისის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებმა.
უწყების ცნობით, იმიტირებული სცენარის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტში თვითმფრინავი ავარიულად ეშვება, რის შემდეგაც აეროპორტში ცხადდება საერთო განგაში და იკრიბება საავარიო-ოპერატიული ცენტრი, რომელიც მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის და ხელმძღვანელობს საავარიო სამაშველო მოქმედებს.
„სწავლების მიზანია აეროპორტში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში მონაწილე ორგანიზაციებისა და სამსახურების რეაგირების დროის დადგენა, ასევე საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმით გათვალისწინებული პროცედურების კოორდინირებულად და ეფექტიანად წარმართვა“, – განაცხადა აეროპორტების გაერთიანების უსაფრთხოებისა და ხარისხის მენეჯერმა თემურ ჩილინდრიშვილმა.
აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ფართომასშტაბიანი გეგმური სწავლებისას ყველა შესაბამისი სამსახური სცენარის მიხედვით მოქმედებდა და საერთაშორისო სტანდარტი სწავლებისას მაქსიმალურად იყო დაცული.
მომდევნო სწავლება უახლოეს მომავალში მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში გაიმართება.