ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

© Tbilisi City Hall მეტროს სადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია
მეტროს სადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2022
გამოწერა
ქეთევან წამებულის გამზირის სრული რემონტი, რომელიც სამგორის, ვარკეთილისა და ისნის რაიონებს ქალაქის ცენტრთან აკავშირებს, მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო.
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩის შესახვევამდე არსებულ მონაკვეთში გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, იწყება პროექტის ბოლო ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია საკომუნიკაციო ჭების ნიშნულზე მოყვანა და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ბოლო ფენის დაგება.
ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.

„ქეთევან დედოფლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ეს მონაკვეთი ორ ნაწილად გაიყო. პირველ მონაკვეთზე ასფალტი ზედა ფენაშია მოქცეული და საკომუნიკაციო ჭების შესაბამის ნიშნულზე მოყვანა ხდება. მომდევნო დღეების განმავლობაში ამ მონაკვეთის ჩაკეტვას ვაპირებთ და საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის, საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები. მონტაჟდება ლედ-სანათები. პარალელურად მიმდინარეობს მეტროს სადგურ „ავლაბრისა“ და ავლაბრის მოედნის, ასევე იქვე არსებული რეკრეაციული სივრცეების განახლების სამუშაოები.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეცვლილია თელავის ქუჩიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე.
„პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს თელავის ქუჩის შესახვევიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, სადაც დასრულებულია წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია, ხოლო სანიაღვრე ქსელის მოწყობა ბოლო ეტაპზეა. აღნიშნულ მონაკვეთში საგზაო სამუშაოები უახლოეს პერიოდში განხორციელდება“, – განაცხადა კალაძემ.
ქეთევან წამებულის გამზირის სრული რემონტი, რომელიც სამგორის, ვარკეთილისა და ისნის რაიონებს ქალაქის ცენტრთან აკავშირებს, მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. პროექტის ფარგლებში იგეგმება მეტროს სადგურ „ავლაბრიდან" ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე გზის მონაკვეთის მთლიანად შეკეთება – სულ 1,7 კმ მანძილზე.
ყველა ახალი ამბავი
0