კახა კალაძე: „ქართულ ოცნებას“ ერთგულ ამომრჩეველს ვერ წაართმევენ

© Sputnik / STRINGERკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2022
გამოწერა
დედაქალაქის მერის თქმით, პარტიიდან წასულმა დეპუტატებმა თავიანთი ნაბიჯი განმარტეს და თან დაადასტურეს, რომ რიგ საკითხებში „ქართულ ოცნებას“ დაუჭერენ მხარს.
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნა არ აისახება მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა რაოდენობაზე, განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მმართველი პარტიის ყოფილი წევრები, პარლამენტის დეპუტატები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“ აფუძნებენ, რათა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით საზოგადოება სიმართლით აღჭურვონ. პოლიტიკოსები საჭიროების შემთხვევაში მოძრაობის პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას არ გამორიცხავენ.

„ქართულ ოცნებას“ ჰყავს ერთგული ამომრჩეველი, ვინც იზიარებს დღევანდელი ხელისუფლების მიერ გატარებულ მშვიდობის პოლიტიკას. შესაბამისად, მგონია, რომ ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით „ქართულ ოცნებას“ პრობლემა არა აქვს“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, პარტიიდან წასულმა დეპუტატებმა თავიანთი ნაბიჯი განმარტეს და თან დაადასტურეს, რომ რიგ საკითხებში „ქართულ ოცნებას“ დაუჭერენ მხარს.
„გადაწყვეტილებას, რომელიც ამ დეპუტატებმა მიიღეს, მოჰყვა მათი მხრიდან ახსნა-განმარტება, თუ რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი, ასევე თუ რატომ დაუჭერენ მხარს მმართველ გუნდს გარკვეულ საკითხებში. შესაბამისად, ყველაფერი ცხადი და ნათელია ამ გადაწყვეტილებაში“, – განაცხადა კალაძემ.
სამმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყავლაშვილმა „ქართული ოცნება“ ივნისის ბოლოს დატოვა. მათ წასვლის მთავარ მიზეზად მიმდინარე მოვლენებზე მოსახლეობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების სურვილი დაასახელეს. გასულ კვირაში „ტრიოს“ გურამ მაჭარაშვილი შეუერთდა.
დეპუტატების თქმით, ადამიანები სრულად უნდა იყვნენ ინფორმირებული იმ მოვლენებზე, რაც პოლიტიკის კულისებში ხდება. იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაინახავენ, რომ „მთავრობა ომთან დაკავშირებულ წნეხს უკვე ვერ უძლებს“, მოძრაობა „ხალხის ძალის“ დამფუძნებლები არ გამორიცხავენ მოძრაობის პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას.
ყველა ახალი ამბავი
0