https://sputnik-georgia.com/20220803/jilexi-qvemo-qartlsi-269171298.html
ქვემო ქართლში ჯილეხი გამოვლინდა: ტარდება დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებები
ქვემო ქართლში ჯილეხი გამოვლინდა: ტარდება დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებები
Sputnik საქართველო
საქართველოში ჯილეხის საწინააღმდეგოდ ყოველწლიურად მილიონამდე ცხოველი იცრება. 03.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-03T21:01+0400
2022-08-03T21:01+0400
2022-08-03T22:14+0400
შემთხვევები საქართველოში
ქართლი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266358385_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_8fb0bd0b7ce71cc6daab8f2d3b399624.jpg
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში ჯილეხის ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.უწყების ცნობით, სააგენტოში შევიდა ინფორმაცია ზემო ყარაბულახში ორი სული მსხვილფეხა პირუტყვის დაცემის შესახებ, ლაბორატორიული კვლევის შედეგად კი დაავადება ჯილეხი დადასტურდა.გარდა ამისა, ზემო ყარაბულახის ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი. კერძოდ, შეიზღუდა საკარანტინო ტერიტორიაზე პირუტყვის გადაადგილება, ცხოველების ბაზრობების მოწყობა, ცხოველებისგან მიღებული ნაწარმის მოხმარება და რეალიზაცია.ჯილეხი (ციმბირის წყლული) - ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან შინაური და გარეული ცხოველები. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის, მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება. დაავადების გადატანაში გარკვეული როლი მიუძღვით მექანიკურ გადამტანებს, კერძოდ, სისხლისმწოველ მწერებს.საქართველოში რეგისტრირებულია 2 ათასზე მეტი ნიადაგობრივი კერა. ახალი კერის წარმოქმნას განაპირობებს დაავადებული ცხოველის დაკვლა ან გაკვეთა, პირუტყვის ლეშის გადაგდება და ა.შ.
ქართლი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266358385_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_90e82a136d2f2608b11575dc2e1f4010.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ქართლი , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები
შემთხვევები საქართველოში, ქართლი , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები
ქვემო ქართლში ჯილეხი გამოვლინდა: ტარდება დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებები
21:01 03.08.2022 (განახლებულია: 22:14 03.08.2022) საქართველოში ჯილეხის საწინააღმდეგოდ ყოველწლიურად მილიონამდე ცხოველი იცრება.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში ჯილეხის ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სააგენტოში შევიდა ინფორმაცია ზემო ყარაბულახში ორი სული მსხვილფეხა პირუტყვის დაცემის შესახებ, ლაბორატორიული კვლევის შედეგად კი დაავადება ჯილეხი დადასტურდა.
„ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის” შესაბამისად, დაცემული პირუტყვი დაიწვა და დაიმარხა, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, მიმდებარე პერიმეტრზე მიმდინარეობს ცხოველების პროფილაქტიკური ვაქცინაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, ზემო ყარაბულახის ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი. კერძოდ, შეიზღუდა საკარანტინო ტერიტორიაზე პირუტყვის გადაადგილება, ცხოველების ბაზრობების მოწყობა, ცხოველებისგან მიღებული ნაწარმის მოხმარება და რეალიზაცია.
ჯილეხი (ციმბირის წყლული) - ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან შინაური და გარეული ცხოველები. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის, მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება. დაავადების გადატანაში გარკვეული როლი მიუძღვით მექანიკურ გადამტანებს, კერძოდ, სისხლისმწოველ მწერებს.
საქართველოში რეგისტრირებულია 2 ათასზე მეტი ნიადაგობრივი კერა. ახალი კერის წარმოქმნას განაპირობებს დაავადებული ცხოველის დაკვლა ან გაკვეთა, პირუტყვის ლეშის გადაგდება და ა.შ.