Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მისით სულაც არ ვამაყობ...“ - ილონ მასკის მამის სკანდალური ინტერვიუ

© AP Photo / Patrick Pleulილონ მასკი
ილონ მასკი - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2022
გამოწერა
ახლახან ილონ მასკის მამის ეროლ მასკის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც ის აცხადებს, რომ შვილით სულაც არ ამაყობს და, მეტიც, ის ვაჟის მიღწევებით უკმაყოფილოა.
ილონ მასკი - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2022
ილონ მასკის კომპანიამ საქართველოში ავტორიზაცია მიიღო

„ჩვენ ვართ ოჯახი, რომელიც დიდი ხანია ერთად შრომობს, ისე არ ყოფილა, თითქოს რაღაცის კეთება უცებ დავიწყეთ. ილონი თავისი პროგრესით იმედგაცრუებულია და ეს გასაგებიცაა. ვიცი, გიჟურად ჟღერს, თუმცა ოჯახის წევრები ამ აზრს ვეთანხმებით. მისით სულაც არ ვამაყობ. ის უკვე 50 წლისაა და ისევ პატარა ბიჭივით იქცევა, ილონი ფიზიკურად ძლიერია, მაგრამ ის არასწორად იკვებება“, – განაცხადა ეროლ მასკმა და ვაჟს დიეტის დაცვა ურჩია.

ილონ მასკი ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი და ინვესტორია. არის კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და წამყვანი დიზაინერი, აგრეთვე Tesla Inc.-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. x.com-ის თანადამფუძნებელი, რომელსაც ერთი წლის შემდეგ შეეცვალა სახელი და დაერქვა PayPal. 2016 წელს Forbes-ის სიაში „მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ადამიანები“ ილონ მასკმა 24-ე ადგილი დაიკავა. 2021 წლის ნოემბრის თვეში მისმა შემოსავალმა 300 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რითაც მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად იქცა.
ყველა ახალი ამბავი
0