https://sputnik-georgia.com/20220803/iago-xvichia-saakashvilis-politikidan-wasvlaze-269165197.html
„ყველასთვის უკეთესი იქნება" - ოპოზიციონერი დეპუტატი პოლიტიკიდან სააკაშვილის წასვლაზე
„ყველასთვის უკეთესი იქნება" - ოპოზიციონერი დეპუტატი პოლიტიკიდან სააკაშვილის წასვლაზე
Sputnik საქართველო
ქართული პოლიტიკიდან მიხეილ სააკაშვილის წასვლის თაობაზე გავრცელებულმა ინფორმაციამ პოლიტიკურ სპექტრში დიდი პოლემიკა გამოიწვია. 03.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-03T17:50+0400
2022-08-03T17:50+0400
2022-08-03T21:25+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/12/264567357_0:0:1300:731_1920x0_80_0_0_668de5249b1a912c1bc6aeedc1b77095.jpg
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან წავიდეს, ყველასთვის ასე აჯობებს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.30 ივლისს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ტოვებს ქართულ პოლიტიკას და მის მიერ დაარსებულ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. გელბახიანის თქმით, ექს-პრეზიდენტს საერთოდ აღარ აინტერესებს ქართული პოლიტიკა, ახლა მთავარი მისი შველა და სიცოცხლის შენარჩუნებაა.სააკაშვილი, რომელიც სასჯელს სისხლის სამართლის ორ საქმეზე იხდის, სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტის ოჯახი, ადვოკატები და თანამებრძოლები მისი მკურნალობით უკმაყოფილო არიან და აცხადებენ, რომ აუცილებელია მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა.მისი თქმით, აუცილებელია, რომ ექს-პრეზიდენტს პოლიტიკიდან წასვლაში ხელი არავინ შეუშალოს.„ამ პოლარიზებულ ქვეყანაში შუღლის ნაცვლად მშვიდობა თუ გვინდა, უკიდურესად აუცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლის მიზნის მიღწევაში დაბრკოლებები არ შეექმნას“, – აღნიშნა ხვიჩიამ.მმართველ პარტიას აღნიშნულ ინფორმაციაზე განსაკუთრებული რეაქცია არ გამოუვლენია. როგორც გუშინ ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება თუ არა ჩართული პოლიტიკაში, ეს მის პატიმრობაზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს და პასუხს კანონმდებლობით დადგენილი წესით აგებს.თალაკვაძე: სააკაშვილი პასუხს კანონმდებლობით დადგენილი წესით აგებს>>>მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა პარტიის შიგნით დისკუსიის გამოძახილია.თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან და „ნაცმოძრაობიდან“ წასვლის თაობაზე ექს-პრეზიდენტის ადვოკატის განცხადებას დაცვის მხარის სტრატეგია უწოდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/12/264567357_53:0:1194:856_1920x0_80_0_0_e1db515230cc96c5a5e0b88756e12452.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
„ყველასთვის უკეთესი იქნება" - ოპოზიციონერი დეპუტატი პოლიტიკიდან სააკაშვილის წასვლაზე
17:50 03.08.2022 (განახლებულია: 21:25 03.08.2022) ქართული პოლიტიკიდან მიხეილ სააკაშვილის წასვლის თაობაზე გავრცელებულმა ინფორმაციამ პოლიტიკურ სპექტრში დიდი პოლემიკა გამოიწვია.
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან წავიდეს, ყველასთვის ასე აჯობებს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.
30 ივლისს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ტოვებს ქართულ პოლიტიკას და მის მიერ დაარსებულ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. გელბახიანის თქმით, ექს-პრეზიდენტს საერთოდ აღარ აინტერესებს ქართული პოლიტიკა, ახლა მთავარი მისი შველა და სიცოცხლის შენარჩუნებაა.
სააკაშვილი, რომელიც სასჯელს სისხლის სამართლის ორ საქმეზე იხდის, სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტის ოჯახი, ადვოკატები და თანამებრძოლები მისი მკურნალობით უკმაყოფილო არიან და აცხადებენ, რომ აუცილებელია მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა.
„პოლიტიკოსებმა და, განსაკუთრებით, მიხეილ სააკაშვილის თანაპარტიელებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლაში დავეხმაროთ“, – განაცხადა ხვიჩიამ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ ექს-პრეზიდენტს პოლიტიკიდან წასვლაში ხელი არავინ შეუშალოს.
„ამ პოლარიზებულ ქვეყანაში შუღლის ნაცვლად მშვიდობა თუ გვინდა, უკიდურესად აუცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლის მიზნის მიღწევაში დაბრკოლებები არ შეექმნას“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
მმართველ პარტიას აღნიშნულ ინფორმაციაზე განსაკუთრებული რეაქცია არ გამოუვლენია. როგორც გუშინ ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება თუ არა ჩართული პოლიტიკაში, ეს მის პატიმრობაზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს და პასუხს კანონმდებლობით დადგენილი წესით აგებს.
მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა პარტიის შიგნით დისკუსიის გამოძახილია.
თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან და „ნაცმოძრაობიდან“ წასვლის თაობაზე ექს-პრეზიდენტის ადვოკატის განცხადებას დაცვის მხარის სტრატეგია უწოდა.