GWP ისნის მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Nina Zotina / გადასვლა მედიაბანკშიონკანი
ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2022
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ისნის რაიონის მოსახლეობას წყალმომარაგება 4 აგვისტოს 11:00 საათიდან 23:50 საათამდე შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ს ცნობით, კომპანია ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ირბახის ქუჩის N103-ის მიმდებარედ წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს. სამუშაოები 12-საათიან ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდება.
დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.
დაგეგმილი სამუშაოების გამო წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქეთევან დედოფლის გამზირს, მოსკოვის გამზირის ნაწილს, აწყურის, კაჩინსკის, დოესის, კოშკოვანის, ძევერის, გარეკახეთის, ცუცხვათის, დედოფლისწყაროს, თელავის, ბოჭორმის, მეტეხის, ჩეხოვის, ისნის, ფერიცვალების, ჯორბენაძის, სოლომონ ბრძენის, ღვინის აღმართის, დუტუ მეგრელის, მეტეხის აღმართის, იალბუზის, 300 არაგველის, ბოდბის, დოლაბაურის, პატარძეულის, უჯარმის, ალექსანდრე ახვლედიანის და მიმდებარე ქუჩებს.
კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
ყველა ახალი ამბავი
0