ავარია ქვიშხეთთან: დაიღუპა 19 წლის ბიჭი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2022
გამოწერა
ავტოავარიის შედეგად სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღო ავტომობილში მყოფმა კიდევ ორმა პირმა.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 19 წლის ბიჭი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მძღოლი უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
ავტოავარიის შედეგად სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღო ავტომობილში მყოფმა კიდევ ორმა პირმა.
შემთხვევის სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
ყველა ახალი ამბავი
0