https://sputnik-georgia.com/20220803/24-wlis-models-fexebis-amputacia-daschirda-269151475.html
„სიკვდილამდე 10 წუთი იყო დარჩენილი...“ - 24 წლის მოდელს ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდა
„სიკვდილამდე 10 წუთი იყო დარჩენილი...“ - 24 წლის მოდელს ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდა
Sputnik საქართველო
ალბათ გსმენიათ 24 წლის ლორენ ვასერის ისტორია, რომელსაც ფეხების ამპუტაცია ჩვეულებრივი ჰიგიენური ტამპონის გამო დასჭირდა. გოგონას იშვიათი გართულება განუვითარდა... 03.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-03T13:43+0400
2022-08-03T13:43+0400
2022-08-03T17:16+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24243/26/242432679_0:4:2048:1156_1920x0_80_0_0_dcd0e68090c1846cf1e5d5903a1909ac.jpg
ალბათ გსმენიათ 24 წლის ლორენ ვასერის ისტორია, რომელსაც ფეხების ამპუტაცია ჩვეულებრივი ჰიგიენური ტამპონის გამო დასჭირდა. გოგონას იშვიათი გართულება განუვითარდა. როგორც გაირკვა, ის მენსტრუაციის დროს ტამპონს იყენებდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს ცუდად გახდა. მას ეგონა, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპი იყო, თუმცა ტემპერატურა ისე აეწია, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს და კვლევები ჩაუტარეს.პრობლემა ინფექციონისტმაც გამოიკვლია. როდესაც ტამპონი ამოიღეს, აღმოაჩინეს, რომ ის ოქროს სტაფილოკოკს შეიცავდა. ტამპონი იყო დაბინძურებული თუ ორგანიზმში არსებობდა ეს ბაქტერია, უცნობია, მაგრამ გოგონას ტოქსიკური შოკის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს. მარჯვენა ფეხში ძლიერი განგრენა ჰქონდა და გადაწყვიტეს, რომ მუხლს ქვემოთ მოეკვეთათ. ლორენ ვასერი მოდელების ოჯახში დაიბადა და მისი მთავარი ოცნება იყო, ისიც ერთ-ერთი მათგანის მსგავსი გამხდარიყო. ამიტომ, გადატანილი ტრაგედიის მიუხედავად, მან გადაწყვიტა ბრძოლა გაეგრძელებინა და სამოდელო კარიერას დაბრუნებოდა. ის დღეს ცნობილი მოდელია, მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „გოგონას ოქროს ფეხებით”.მოდელი ერთ ეპიზოდს ხშირად იხსენებს: „შვეიცარიაში, აეროპორტში ვიყავი. ერთი პატარა ბიჭი იყო. ჯერ მე შემომხედა, მერე თავის ფეხებს დახედა, შემდეგ ისევ მე და ისევ საკუთარ ფეხს… შემდეგ კი მშობლებს მიუბრუნდა და უთხრა: “დედა, შეიძლება ასეთი ოქროს ფეხები მქონდეს?” ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო“.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24243/26/242432679_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_973b027239bb82fc47c135945c3390ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, აშშ
ალბათ გსმენიათ 24 წლის ლორენ ვასერის ისტორია, რომელსაც ფეხების ამპუტაცია ჩვეულებრივი ჰიგიენური ტამპონის გამო დასჭირდა. გოგონას იშვიათი გართულება განუვითარდა. როგორც გაირკვა, ის მენსტრუაციის დროს ტამპონს იყენებდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს ცუდად გახდა. მას ეგონა, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპი იყო, თუმცა ტემპერატურა ისე აეწია, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს და კვლევები ჩაუტარეს.
„სიკვდილამდე 10 წუთი იყო დარჩენილი. საავადმყოფოში 41 გრადუსი სიცხით შემიყვანეს, გულის შეტევაც გადატანილი მქონდა, თუმცა ექიმები ვერ იგებდნენ, რა მოხდა”, – იხსენებს ლორენი.
პრობლემა ინფექციონისტმაც გამოიკვლია. როდესაც ტამპონი ამოიღეს, აღმოაჩინეს, რომ ის ოქროს სტაფილოკოკს შეიცავდა. ტამპონი იყო დაბინძურებული თუ ორგანიზმში არსებობდა ეს ბაქტერია, უცნობია, მაგრამ გოგონას ტოქსიკური შოკის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს. მარჯვენა ფეხში ძლიერი განგრენა ჰქონდა და გადაწყვიტეს, რომ მუხლს ქვემოთ მოეკვეთათ.
ლორენ ვასერი მოდელების ოჯახში დაიბადა და მისი მთავარი ოცნება იყო, ისიც ერთ-ერთი მათგანის მსგავსი გამხდარიყო. ამიტომ, გადატანილი ტრაგედიის მიუხედავად, მან გადაწყვიტა ბრძოლა გაეგრძელებინა და სამოდელო კარიერას დაბრუნებოდა. ის დღეს ცნობილი მოდელია, მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „გოგონას ოქროს ფეხებით”.
მოდელი ერთ ეპიზოდს ხშირად იხსენებს: „შვეიცარიაში, აეროპორტში ვიყავი. ერთი პატარა ბიჭი იყო. ჯერ მე შემომხედა, მერე თავის ფეხებს დახედა, შემდეგ ისევ მე და ისევ საკუთარ ფეხს… შემდეგ კი მშობლებს მიუბრუნდა და უთხრა: “დედა, შეიძლება ასეთი ოქროს ფეხები მქონდეს?” ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო“.