თბილისში ზაქარია ფალიაშვილისადმი მიძღვნილი კონცერტი ტარდება

© courtesy of Paliashvili Zakariaზაქარია ფალიაშვილი
ზაქარია ფალიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2022
გამოწერა
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი თბილისში 3 აგვისტოს გაიმართება.
საღამოზე შესრულდება როგორც ნაწყვეტები ფალიაშვილის ოპერებიდან „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ლატავრა“, ისე მისი რომანსები.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები: ელდარ გეწაძე, მარინა მაჩიტიძე, გიორგი მჭედლიშვილი, ლევან ტაბატაძე, ბაია გრიგოლია და სხვ.
კონცერტი გაიმართება ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში.
საღამო 18:00 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.
ყველა ახალი ამბავი
0