https://sputnik-georgia.com/20220802/tbilisshi-shlva-znelazis-gamofena-imarteba-269134056.html
თბილისში შალვა ძნელაძის გამოფენა იმართება
თბილისში შალვა ძნელაძის გამოფენა იმართება
Sputnik საქართველო
მხატვარმა საკმაოდ დიდი მემკვიდრეობა დატოვა – 2000-ზე მეტი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი. 02.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-02T18:50+0400
2022-08-02T18:50+0400
2022-08-02T21:27+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/01/269087282_0:48:1080:656_1920x0_80_0_0_1e75a65afefe06680bd9ec061edfe7c8.jpg
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. XX საუკუნის ქართველი ავანგარდისტი ფერმწერის შალვა ძნელაძის ნამუშევრების გამოფენა თბილისში 2 აგვისტოს გაიხსნება.თბილისის საკრებულოს შენობის ფოიეში ექსპოზიცია 19:00 საათზე გაიხსნება.შალვა ძნელაძე (1892-1934) XX საუკუნის 20-იანი წლების ქართული ავანგარდული მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. იგი სწავლობდა თბილისში ნატიფ ხელოვნებათა ხელშეწმყობი კავკასიური საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში. 1917 წელს დაამთავრა კიევის სამხატვრო სასწავლებელი. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისში საშუალო სკოლებში.მხატვარი ავტორია ქაღალდზე ფანქრით, სანგინით, ტუშით ან აკვარელით შესრულებული მცირე ზომის ნახატებისა. მისი შემოქმედების მთავარი თემაა გურიის ყოფა. შალვა ძნელაძეს კარგად იცნობდნენ ქართული ავანგარდული ხელოვნების წარმომადგენლები – ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, დიმიტრი შევარდნაძე და სხვანი. წლების განმავლობაში მისი შემოქმედება ფაქტობრივად დავიწყებას მიეცა.მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი მძიმე ავადმყოფობისგან 42 წლის ასაკში გარდაიცვალა, დატოვა საკმაოდ დიდი მემკვიდრეობა – 2000-ზე მეტი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი, ასევე თეატრის მხატვრობის ნიმუშები, რომელთა დიდი ნაწილი (დაახლოებით 700-მდე ექსპონატი) დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდებში.მხატვრის ნამუშევრები და საარქივო მასალა ასევე ინახება ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და კერძო კოლექციებში.მისი ნამუშევრები „აჯანყებულთა ხელში“ (1926), „ხევსურის სიკვდილი“ (1928), „აჯანყებულთა ფიცი“ (1932), „კრიმანჭული“, „ჯანყი გურიაში“ (1934) დაცულია სურათების ეროვნულ გალერეაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/01/269087282_72:0:1009:703_1920x0_80_0_0_26a4046002ee7e4587d67637b740a50a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისში შალვა ძნელაძის გამოფენა იმართება
18:50 02.08.2022 (განახლებულია: 21:27 02.08.2022) მხატვარმა საკმაოდ დიდი მემკვიდრეობა დატოვა – 2000-ზე მეტი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. XX საუკუნის ქართველი ავანგარდისტი ფერმწერის შალვა ძნელაძის ნამუშევრების გამოფენა თბილისში 2 აგვისტოს გაიხსნება.
თბილისის საკრებულოს შენობის ფოიეში ექსპოზიცია 19:00 საათზე გაიხსნება.
შალვა ძნელაძე (1892-1934) XX საუკუნის 20-იანი წლების ქართული ავანგარდული მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. იგი სწავლობდა თბილისში ნატიფ ხელოვნებათა ხელშეწმყობი კავკასიური საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში. 1917 წელს დაამთავრა კიევის სამხატვრო სასწავლებელი. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისში საშუალო სკოლებში.
მხატვარი ავტორია ქაღალდზე ფანქრით, სანგინით, ტუშით ან აკვარელით შესრულებული მცირე ზომის ნახატებისა. მისი შემოქმედების მთავარი თემაა გურიის ყოფა.
შალვა ძნელაძეს კარგად იცნობდნენ ქართული ავანგარდული ხელოვნების წარმომადგენლები – ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, დიმიტრი შევარდნაძე და სხვანი. წლების განმავლობაში მისი შემოქმედება ფაქტობრივად დავიწყებას მიეცა.
მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი მძიმე ავადმყოფობისგან 42 წლის ასაკში გარდაიცვალა, დატოვა საკმაოდ დიდი მემკვიდრეობა – 2000-ზე მეტი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი, ასევე თეატრის მხატვრობის ნიმუშები, რომელთა დიდი ნაწილი (დაახლოებით 700-მდე ექსპონატი) დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდებში.
მხატვრის ნამუშევრები და საარქივო მასალა ასევე ინახება ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და კერძო კოლექციებში.
მისი ნამუშევრები „აჯანყებულთა ხელში“ (1926), „ხევსურის სიკვდილი“ (1928), „აჯანყებულთა ფიცი“ (1932), „კრიმანჭული“, „ჯანყი გურიაში“ (1934) დაცულია სურათების ეროვნულ გალერეაში.