ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩის შესახვევამდე გადაადგილება შეიზღუდება

© Tbilisi City Hall ქუჩის რეკონსტრუქცია მეტროს სადგურ „ავლაბართან"
ქუჩის რეკონსტრუქცია მეტროს სადგურ „ავლაბართან - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2022
გამოწერა
სამუშაოების პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ავლაბრის მოედნიდან წურწუმიას ქუჩის გავლით, ზურაბიშვილის ქუჩაზე და თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით ორმხრივად.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში 3 აგვისტოს 23:00 საათიდან ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისი თქმით, ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ავლაბრის მოედნიდან წურწუმიას ქუჩის გავლით ზურაბიშვილის ქუჩაზე და თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით ორმხრივად.

„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ შექმნილი დისკომფორტის გარეშე ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელია. ეს კეთდება იმისთვის, რომ ქალაქში გადაადგილება კიდევ უფრო კომფორტული გახდეს, ირგვლივ არსებული ინფრასტრუქტურა – მეტროს სადგური, სკვერები და ა.შ. მოწესრიგდეს ისე, როგორც ევროპულ დედაქალაქებშია", – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ იწყება პროექტის ბოლო ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია საკომუნიკაციო ჭების ნიშნულზე მოყვანა და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ბოლო ფენის დაგება.
ქეთევან წამებულის გამზირის სრული რემონტი, რომელიც სამგორის, ვარკეთილისა და ისნის რაიონებს ქალაქის ცენტრთან აკავშირებს, მიმდინარე წლის იანვრის თვეში დაიწყო. პროექტის ფარგლებში იგეგმება მეტროს სადგურ „ავლაბრიდან" ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე გზის მონაკვეთის მთლიანად შეკეთება – სულ 1,7 კმ მანძილზე.
ყველა ახალი ამბავი
0