საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი შემოდგომაზე გადაიხედება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს მთავრობის შენობა
საქართველოს მთავრობის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2022
გამოწერა
სახელმწიფოში მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო გაჩნდა დამატებითი შემოსავლები, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის ზრდის პოზიტიური დინამიკის გაგრძელების წყალობით 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი შესაძლოა სექტემბერში გადაიხედოს ზრდის მიმართულებით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, 2022 წლის ივნისში მშპ-ის რეალური ზრდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,2%-ს შეადგენდა. გარდა ამისა, რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა მეორე კვარტალში ასევე 7,2%, ხოლო ექვსი თვის განმავლობაში – 10,5% შეადგინა.

„სავარაუდოდ, სექტემბერში მივმართავთ პარლამენტს და მოვახდენთ ბიუჯეტის კორექტირებას. ბიუჯეტი გაიზრდება, ვინაიდან ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო დამატებითი შემოსავლები გაუჩნდა სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, მეტი თანხები გვექნება გადასანაწილებელი უწყებების მიხედვით", – თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ეკონომიკური ზრდა სახელმწიფოს უფრო მეტი პროექტის დაფინანსების საშუალებას მისცემს.
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 2022 წელს 19,2 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული, აქედან 17,3 მილიარდი ლარი საბიუჯეტო სახსრებია, 1,9 მილიარდი კი დონორების დაფინანსებაა.
2022 წელს რეალური მშპ-ის 6,0%-იანი ზრდაა დაგეგმილი, ხოლო უახლოეს წლებში – საშუალოდ 5,5%. როგორც მანამდე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, უწყება აგვისტოს ბოლოს გეგმავს მიმდინარე წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზის გადახედვას რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო, რომელიც უკრაინის მოვლენების გამო წარმოიშვა.
Fitch-მა დაადასტურა საქართველოს რეიტინგი: ქვეყნის ეკონომიკის პლუსები და მინუსები>>
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი კლების შემდეგ 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გზავნილების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,4% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0