საქართველოს პრეზიდენტმა ილია მეორე მოინახულა

© Patriarchate of Georgiaილია მეორე და სალომე ზურაბიშვილი
ილია მეორე და სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2022
გამოწერა
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღო, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, პრეზიდენტმა მის უწმინდესობას ილიაობის დღესასწაული მიულოცა და ასევე ესაუბრა ვატიკანში ჩატარებული ღონისძიების შესახებ, სადაც სამების მგალობელთა გუნდმა ქართული კულტურა მაღალ დონეზე წარმოაჩინა.
გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა გუდაურის ტრაგედიისა და სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალების გამო.
ყველა ახალი ამბავი
0