საფრანგეთში ქართველი მამაკაცი თავს უკრაინელ ლტოლვილად ასაღებდა

© photo: AFP 2020 / STEPHANE DE SAKUTINსაფრანგეთის პოლიცია
საფრანგეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2022
გამოწერა
მამაკაცი სამართალდამცველებმა დააკავეს.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში ყალბი პასპორტით ჩასული 60 წლის ქართველი მამაკაცი თავს უკრაინელ ლტოლვილად ასაღებდა. ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.
მათი ცნობით, მამაკაცი გასულ ორშაბათს ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ცენტრში მივიდა, სადაც ქვეყანაში დროებითი ბინადრობის ნებართვას ითხოვდა.
უწყებაში მან ყალბი პასპორტი წარადგინა, თუმცა თანამშრომლების მოტყუება ვერ შეძლო. პრეფექტურის წარმომადგენლებმა ყალბი პასპორტის ამოცნობა მალევე შეძლეს და სამართალდამცველებს მიმართეს.
მამაკაცი საფრანგეთის ჟანდარმერიამ დააკავა.
ყველა ახალი ამბავი
0