მიმოხილვა: სერბეთში ნატოს სპეცოპერაცია სექტემბრამდე გადაიდო

  - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2022
გამოწერა
ხელოვნური კრიზისი ბალკანეთზე ხელსაყრელია მხოლოდ ამერიკელებისთვის. ავღანეთში გეოპოლიტიკური მარცხის სერიის შემდეგ უკრაინასა და ტაივანში აშშ-ს სჭირდება „მსოფლიო ჰეგემონის“ სტატუსის განმტკიცება, თუნდაც სერბეთის დამცირების ხარჯზე, რომელსაც ალიანსელები ევროპაში რუსეთის „ტროას ცხენად“ მიიჩნევენ. თუმცა ნატოში აშშ-ის მოკავშირეები არ არიან მზად ბელგრადზე თავდასხმისთვის, არ სურთ არაღიარებული კოსოვოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის სიკვდილი.
სერბეთი და არაღიარებული კოსოვოს რესპუბლიკა 31 ივლისი–1 აგვისტოს ღამით KFOR-ის (ნატოს ეგიდით მოქმედი საერთაშორისო მისია) ძალების მონაწილეობით შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზე აღმოჩნდა. პრიშტინას ხელისუფლებამ 1 აგვისტოდან რეგიონის ტერიტორიაზე სერბული დოკუმენტებისა და საავტომობილო ნომრების გაუქმების შესახებ განაცხადა. კოსოვო–ალბანეთის პოლიციამ დაბლოკა ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი სერბეთის ცენტრალური ნაწილისკენ მიმავალ გზებზე.
ამან კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები სერბების აღშფოთება გამოიწვია. დაიწყო ბარიკადების სტიქიურად აღმართვა. პრიშტინამ მიტროვიცაში, სერბეთის ადმინისტრაციულ ხაზთან, გადაისროლა 1000-მდე ალბანელი სპეცრაზმელი. ნატოს მისიამ (KFOR) განაცხადა, რომ მზად იყო კონფლიქტში ჩასარევად. ბელგრადს საჯარისო ნაწილები კოსოვოში არ შეუყვანია, თუმცა სერბული გამანადგურებლები МиГ-29 და ვერტმფრენები Ми-35 რამდენიმე საათი დაფრინავდნენ ცაში რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს.
რუსეთთან სამხედრო-ტექნიკურმა თანამშრომლობამ სერბეთს საშუალება მისცა, ბოლო წლებში საგრძნობლად განემტკიცებინა თავდაცვისუნარიანობა. ბელგრადმა მოსკოვისგან საჩუქრად მიიღო ექვსი გამანადგურებელი МиГ-29 და ათი ჯავშანტრანსპორტიორი БРДМ-2МС, ასევე შვიდი ვერტმფრენი Ми-17 და Ми-35, 30 მოდერნიზებული ტანკი Т-72МС, 30 ჯავშანმანქანა БРДМ-2, ექვსი სარაკეტო-ყუმბარმტყორცნი კომპლექსი „პანცირ-С1“.
2020 წლის შემოდგომაზე გაფორმდა შეთანხმება სერბეთში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობის გახსნის შესახებ - „სამხედრო-ტექნიკური დახმარებისა და სამხედრო თანამშრომლობის საკითხთა მხარდაჭერისა და ოპერატიულად გადაჭრის მიზნით“. მოსკოვი ხაზს უსვამს, რომ მხარის ხელისუფლების მოთხოვნა იქ მცხოვრები სერბებისადმი უსაფუძვლოა.
კოსოვოში მიმდინარე პროცესები ჩამოგავს წმენდას „რბილი“ ფორმით - ცდილობენ სერბების გამოძევებას მხარის ტერიტორიიდან, რომელსაც ისინი თავიანთი ქვეყნის გულად მიიჩნევენ.

KFOR-ის დესტრუქციული როლი

ბალკანეთზე სერბეთის შეიარაღებული ძალები „კერკეტ კაკლად“ ითვლება. Global Firepower-ის სამხედრო ძლევამოსილების მსოფლიო რეიტინგში დასავლელი ანალიტიკოსები მას 61-ე ადგილზე აყენებენ. ეს რამდენიმე საფეხურით მაღლა დგას, ვიდრე რიცხობრივად გაცილებით დიდი, მაგალითად, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის შეიარაღებული ძალები.
სერბეთის არმიის საბრძოლო მწყობრში 25 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, 117 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 323 ტანკი, 1133 ერთეული სხვა ჯავშანტექნიკა, 406 სარაკეტო დანადგარი, 497 საარტილერიო იარაღია. სერბეთს არ აქვს ზღვაზე გასასვლელი და მაინც დუნაიზე მოქმედებს მდინარის ფლოტილია. ბელგრადი ფლობს საკმარის სამხედრო ძალას, რათა წესრიგი დაამყაროს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. თუმცა პრიშტინას მხარს უჭერს კოლექტიური დასავლეთი.
ნატოს ხელმძღვანელობით KFOR-ის საერთაშორისო მისია არც ისე წარმატებით მოქმედებს. დეკლარირებულად აცხადებს, მაგრამ არ უზრუნველყოფს კოსოვოში „მშვიდობიან გარემოს და გადაადგილების თავისუფლებას ყველასთვის“.
KFOR-ის კონტინგენტი დღეს შეადგენს 3775 სამხედრო მოსამსახურეს ნატოს 28 წევრი და პარტნიორი სახელმწიფოდან. მათ შორის, სომხეთიდან და უკრაინიდან – 40-40 სამხედრო მოსამსახურეა, მოლდოვიდან – 41, რუმინეთიდან – 62, ლატვიიდან – 136, პოლონეთიდან – 247, უნგრეთიდან – 469.
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანემ და ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ 7 ივლისს მოინახულეს KFOR-ის მისია, საკონსულტაციო ჯგუფი და ნატოს საკავშირო ჯგუფი კოსოვოში, რათა სერბებისთვის შეეხსენებინათ სამხედრო ბლოკის ახალი სტრატეგიული კონცეფცია და ალიანსისთვის დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა.
სერბეთზე დასავლეთის კოლექტიური ზეწოლა კოსოვოსებური პროვოკაციების გამოყენებით არის „რბილი ძალის“ მცდელობა, აიძულოს ბელგრადი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მიღებაზე. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ამას წინათ პრიშტინაში ვიზიტისას სერბეთს მოუწოდა „პრაგმატულობისკენ კოსოვოს აღიარების პროცესში“, ვინაიდან ამის გარეშე ქვეყანა ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში.
მეორე მხრივ, ნატოს მუქარები ბელგრადის მისამართით მეტად სახიფათოა მთელი ევროპისთვის, რომელიც ურთულესი სამხედრო-პოლიტიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ნატოს წევრი ევროპული ქვეყნები ბალკანეთზე საბრძოლო მოქმედებებისთვის მზად არ არიან. უსაფუძვლო დისკრიმინაციული წესების შემოღებას და ადგილობრივი სერბებისთვის სარეგისტრაციო ნომრებისა და პირადი დოკუმენტების იძულებით შეცვლას მოსკოვი მიიჩნევს იმ სახელმწიფო ინსტიტუტების გამოძევებად, რომლებიც იცავენ სერბი მოქალაქეების უფლებებს რადიკალების თვითნებობისგან.
რუსეთისა და სხვა ქვეყნების მხარდაჭერამ, ევროკავშირის კორექტულმა რეაქციამ დროებით გადადო კოსოვოს ხელოვნური კრიზისი. და, მაინც, კოსოვოს არაღიარებულ რესპუბლიკაში სერბეთის დოკუმენტების მფლობელებმა 1 სექტემბრამდე უნდა მიიღონ სპეციალური ნებართვა გამგზავრებისას და ჩამოსვლისას (ავტომობილების მფლობელებმა – შეცვალონ სარეგისტრაციო ნომრები კოსოვოს ნომრებით). ეს პრობლემის მოგვარების გზა არ არის. არაღიარებული კოსოვოს ტერიტორიაზე ნატოს ძალების (KFOR) ყოფნა ფაქტობრივად სამხედრო კონფლიქტის „გალღობას“ იწვევს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0