Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ჟერარ პიკე შაკირასგან 400 ათას ევროს და ბიზნეს-კლასით მგზავრობის დაფინანსებას მოითხოვს

© photo: Sputnik / Anton Spirin / გადასვლა მედიაბანკშიშაკირა
შაკირა - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2022
გამოწერა
როგორც ცნობილია, მომღერალ შაკირასა და ფეხბურთელ ჟერარ პიკეს დაშორების შემდეგ მომღერალმა შვილების ამერიკაში წაყვანა გადაწყვიტა. თავიდან ამის გამო პიკე მას სასამართლოში უჩიოდა, ახლა კი ირკვევა, რომ ფეხბურთელი ამ მოცემულობას დათანხმდა, თუმცა მას თავისი პირობებიც აქვს.
შაკირა - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
ყვითელი ამბები
11-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჟერარ პიკე შაკირას სასამართლოში უჩივის - დეტალები
პიკე ყოფილი ცოლისგან მოითხოვს, რომ ამერიკაში წელიწადში ხუთი ვიზიტი უზრუნველყოს თვითმფრინავის ბიზნეს-კლასით, ასევე პიკემ შაკირას ვალების დასაფარად 400 ათასი ევრო მოსთხოვა. თუ რა ვალზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია.
წყვილის დაშორების შესახებ გასულ თვეში გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, დაშორების მიზეზი ფეხბურთელის ღალატი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0