წყალმომარაგება შეწყდება: GWP ნაძალადევის მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringerონკანი
ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2022
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას წყალმომარაგება 2 აგვისტოს 16:00 საათიდან 3 აგვისტოს 09:00 საათამდე შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ს ცნობით, ჩარგლის ქუჩის N71-ის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილი დაზიანდა, რის გამოც კომპანია გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს ინტენსიურ რეჟიმში. შეიცვლება მილის დაზიანებული მონაკვეთი და ჩატარდება ქსელის რეცხვითი სამუშაოები.
აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეეზღუდა შემდეგ ქუჩებს:
გურამიშვილის გამზირის ნაწილს, დადიანის და ჩარგლის ქუჩების ნაწილს, გვაზაურის, ნიკო მარის, ჭიჭინაძის, ჯანელიძის, წიკლაურის, გობრონიძის, სუმბათაშვილი-იუჟინის, კახიანის, ურიდიას, ზვარეთის, ედისის, სვირის, გოგაშენის, ახალდაბის, ერისთავის, ღრმაღელეს, კნოლევის, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, ნინუას, წიწამურის, ზესტაფონის, ცისარტყელას, ხრესილის, კოხრეიძის, ცქიტიშვილის, კინიგზის, მანჯგალაძის, ლომთათიძის, ჭოპორტის, ქსნის, ჯავის, ხიმშიაშვილის, ლიახვის, გუდამაყრის, ზედაზნის, ლიკანის და მიმდებარე ქუჩებს.
კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0