სამებაში გუდაურთან ავიაკატასტროფაში დაღუპულთა პანაშვიდი გაიმართა - ვიდეო

გამოწერა
სამების ტაძარში გუდაურთან მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა.
პანაშვიდზე ათასობით ადამიანი მივიდა. მათ შორის იყვნენ დაღუპულთა კოლეგები – ექიმები, მესაზღვრეები, მაშველები, სამხედროები, ასევე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და ჩვეულებრივი მოქალაქეები.
დაღუპულებს სამხედრო პატივი მიაგეს. მათ ოჯახებს მთავრობა თითოეულს 100 ათას ლარს გადაუხდის.
29 ივლისს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გუდაურში პარაპლანერისტების სამაშველო ოპერაციაზე გაემართა, მაგრამ სამაშველო ოპერაციისას ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი ადგილზე დაიღუპა.
ყველა ახალი ამბავი
0