Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მომილოცეს, მამა გახდიო... ბავშვის სურათებს დღემდე არ დებენ სოცქსელებში“ - გიორგი ნაზღაიძე

© courtesy of Giorgi Nazgaidzeგიორგი ნაზღაიძე
გიორგი ნაზღაიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2022
გამოწერა
გიორგი ნაზღაიძეს თამამად შეიძლება ვუწოდოთ პირველი რეალითი ვარსკვლავი. ბოლო 20 წელიწადში მან სამ რეალითი შოუში მიიღო მონაწილეობა. ესენი იყო „მდიდრები და ღარიბები“, „მზის სახლი“ და ახლა ის უკვე „პრაიმ ჰაუსის“ ყველაზე სკანდალური და ამავდროულად რეიტინგული მონაწილე და გამარჯვებულია.
გიორგი ნაზღაიძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2020
გიორგი ნაზღაიძე: „ისე მოხდა, რომ ჩემთვის მკვლელობის „შეტენვა“ უნდოდათ“
36 წლის გიორგის მთავარი მიზანია ამ პროექტში მოგებული თანხით შვილის დაბრუნების რთული პროცესი დაიწყოს. ბავშვი, რომელსაც გიორგი საკუთარ შვილად მიიჩნევს, 12 წლისაა და ამერიკაში ცხოვრობს. გიორგის უნდა ამერიკაში ჩავიდეს და სასამართლოთი დაამტკიცოს, რომ ის მისი შვილია.
როგორც ნაზღაიძე ჟურნალ „სარკეს“ უყვება, მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ შვილი გვერდით არ ჰყავს.

„მყავდა საცოლე, რომელთანაც რამდენიმეწლიანი ბედნიერი ურთიერთობა მაკავშირებდა. ჩვენი დაშორების შემდეგ მაშინვე წავიდა ამერიკაში და იქიდან სხვებმა მომილოცეს, მამა გახდიო. როცა შევეცადე გარკვევა, ყოფილი საცოლისგან, რომელიც უკვე გათხოვილი იყო, საშინელი აგრესია წამოვიდა, დაგვანებე თავი, ბავშვი შენი არ არისო. დნმ-ის ანალიზიც მოვითხოვე, მაგრამ მუქარები წამოვიდა. ბავშვის სურათებს დღემდე არ დებენ სოცქსელებში“, – ამბობს ნაზღაიძე.

ყველა ახალი ამბავი
0