ერთი ანგარიში ყველა ონლაინ-აპლიკაციისთვის - რას სთავაზობს მერია მომხმარებელს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმამაკაცი სმარტფონით
მამაკაცი სმარტფონით - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2022
გამოწერა
მოქალაქე ერთი ანგარიშის საშუალებით შეძლებს ისარგებლოს რამდენიმე ელექტრონული სისტემით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერიის სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელი 15 აგვისტოდან ერთ მომხმარებლად გაერთიანდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სერვისით სარგებლობის დროს მოქალაქეებს უწევდათ, ყველა აპლიკაციაში შესვლისას ჰქონოდათ სხვადასხვა ანგარიში, სხვადასხვა პაროლი, რაც გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს. მერიის მიერ განხორციელებული რეფორმით, შესაძლებელია იყოს ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი.

„თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით დაგეგმილია სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს", – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, აპლიკაციების გაერთიანების შემდეგ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ერთი ანგარიშის საშუალებით ისარგებლოს რამდენიმე ელექტრონული სისტემით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი და ა.შ.
ჯერჯერობით აღნიშნული რეფორმა არ შეეხება ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ სისტემებს.
კალაძის თქმით, ტექნიკური დახმარების საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ მუნიციპალიტეტის სერვის-ცენტრებს ან დარეკონ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ტექნიკურ ცხელ ხაზზე - 1399, სადაც მოქალაქეებს მაქსიმალურად დაეხმარებიან და ყველაფერს აუხსნიან.
ყველა ახალი ამბავი
0