თბილისში უკრაინელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა დასრულდა

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინის დროშა
უკრაინის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2022
გამოწერა
რაც შეეხება თბილისში მყოფი უკრაინელი დევნილებისთვის არსებულ უფასო მუნიციპალურ სერვისებს, მათი მოქმედება ძალაში რჩება.
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. თბილისში მყოფი უკრაინის მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა 31 ივლისს დასრულდა, ამიერიდან ისინი ყოველთვიურად 300 ლარს მიიღებენ, იუწყება თბილისის მერიის პრეს-სამსახური.
დედაქალაქის მერიამ უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო თბილისში ჩამოსული უკრაინის მოქალაქეების საკვებითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა მარტში დაიწყო. თავიდან პროგრამის ერთი თვით განხორციელება იგეგმებოდა, თუმცა იგი ოთხი თვით გაგრძელდა. მთლიანობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაიხარჯა 14 მლნ ლარი.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 ივლისიდან საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებში ოჯახზე თვეში 300 ლარი, ხოლო ოჯახის თითოეულ წევრზე - 45 ლარი გაიცემა“, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება თბილისში მყოფი უკრაინელი დევნილებისთვის არსებულ უფასო მუნიციპალურ სერვისებს, კვლავ ძალაში რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა, მუნიციპალური საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების მომსახურება.
ყველა ახალი ამბავი
0