საქართველოში საქორწინო ცერემონიები ძვირდება

CC BY 2.0 / Flickr / Tanya Setyaeva / IMG_5343სიძე-პატარძალი
სიძე-პატარძალი - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2022
გამოწერა
სარიტუალო მომსახურების საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს განაცხადის შეტანის დღესვე.
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოში 1 აგ­ვის­ტო­დან ქორ­წი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რი­ტუ­ა­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა იზ­რდე­ბა.
მთავრობის დადგენილების თანახმად, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­რი­ტუ­ა­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბა (ქორ­წი­ნე­ბის რი­ტუ­ა­ლის სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბა) იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის ფი­ლი­ალ­ში ან სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცენ­ტრში 50 ლა­რის ნაც­ვლად 75 ლარი ეღი­რე­ბა.
ამასთან, ქორ­წი­ნე­ბის სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბა ქორ­წი­ნე­ბის სახ­ლში შა­ბათს და კვი­რას 150 ლარის ნაცვლად 225 ლარი ეღი­რე­ბა, სხვა დღე­ებ­ში კი 135 ლარი (ნაცვლად 90 ლარისა).
სერ­ვი­სე­ბის სა­ა­გენ­ტოს ფი­ლი­ა­ლის გა­რეთ ქორ­წი­ნე­ბის რე­გის­ტრა­ცია 170 ლარის ნაცვლად 255 ლარი ეღირება.
სარიტუალო მომსახურების საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს განაცხადის შეტანის დღესვე.
დღეისათვის თბილისში სამი სარიტუალო სახლი მოქმედებს, ხოლო რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და სიღნაღში – თითო-თითო. აღსანიშნავია, რომ ქორწინების რეგისტრირება იუსტიციის სახლებში რამდენიმე წუთშია შესაძლებელი.
ყველა ახალი ამბავი
0