კალათბურთი: საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონი მოიგო

© photo: Sputnik / Alexey Filipov / გადასვლა მედიაბანკშიკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2022
გამოწერა
საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მაღალი შედეგი ლიკა კვირკველიას ჰქონდა, რომელმაც 18 ქულა და 19 მოხსნა დააგროვა.
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონი მოიგო და მომავალ წელს B დივიზიონში ითამაშებს.
ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ფინალში მალტის ნაკრები დიდი ანგარიშით – 61:37 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო მაჩვენებელი ლიკა კვირკველიას ჰქონდა, რომელმაც 18 ქულა და 19 მოხსნა დააგროვა. კარგი შედეგი ჰქონდა ნატალი ჩუტკერაშვილსაც, რომელმაც 12 ქულასა და 19 მოხსნას მოუყარა თავი. სალომე სვანმა 12 ქულა ჩააგდო, ანა ნამგალაძემ – 11.
ანდორაში გამართულ ტურნირზე ქართველმა გოგონებმა სულ ოთხი მატჩი მოიგეს. ჯგუფურ ეტაპზე მათ გიბრალტარსა (69:36) და მოლდოვას (75:32) სძლიეს, ნახევარფინალში კი ყველაზე რთული დაპირისპირება ჰქონდათ ალბანეთთან, სადაც ანგარიშით 58:56 იმარჯვეს.
ყველა ახალი ამბავი
0