https://sputnik-georgia.com/20220801/safrangetsi-wamsvlelta-sayuradrebod-269102320.html
რა იცვლება საფრანგეთში მოგზაურებისთვის 1 აგვისტოდან
რა იცვლება საფრანგეთში მოგზაურებისთვის 1 აგვისტოდან
Sputnik საქართველო
დღეიდან საფრანგეთის მიმართულებით მოგზაური პირებისთვის მანამდე არსებული წესები გაუქმდა. 01.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-01T22:54+0400
2022-08-01T22:54+0400
2023-08-17T18:17+0400
საფრანგეთი
საქართველო
ახალი ამბები
საზოგადოება
მსოფლიოს ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0c/262796618_373:607:2935:2048_1920x0_80_0_0_713c12a26d9a236718136646e1b96d9c.jpg
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. საფრანგეთისა და საქართველოს საზღვრებზე COVID-19-თან დაკავშირებული ჯანდაცვითი ზომები უქმდება, იუწყება საქართველოში საფრანგეთის საელჩო.უწყებიც ცნობით, 2022 წლის 1 აგვისტოდან, საფრანგეთის მიმართულებით მოგზაური პირებისთვის მანამდე არსებული წესები გაუქმდა.კერძოდ:საელჩოს ცნობით, იგივე ეხება საფრანგეთის მეტროპოლიასა და ზღვის იქითა ტერიტორიებს შორის მოგზაურობას.რაც შეეხება მოგზაურობას საქართველოს მიმართულებით, საფრანგეთის ხელისუფლება აღარ ითხოვს მოგზაურობის მოტივის დამადასტურებელი საბუთის წარდგენას და არც საფრანგეთიდან გასვლის ცნობას.უწყების ცნობით, ნიღბის ტარება სავალდებულოა სამედიცინო დაწესებულებებში.
საფრანგეთი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0c/262796618_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_52f1fc57810a238cdb1184ee2070a4df.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საფრანგეთი , საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები, covid-19
საფრანგეთი , საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები, covid-19
რა იცვლება საფრანგეთში მოგზაურებისთვის 1 აგვისტოდან
22:54 01.08.2022 (განახლებულია: 18:17 17.08.2023) დღეიდან საფრანგეთის მიმართულებით მოგზაური პირებისთვის მანამდე არსებული წესები გაუქმდა.
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. საფრანგეთისა და საქართველოს საზღვრებზე COVID-19-თან დაკავშირებული ჯანდაცვითი ზომები უქმდება, იუწყება საქართველოში საფრანგეთის საელჩო.
უწყებიც ცნობით, 2022 წლის 1 აგვისტოდან, საფრანგეთის მიმართულებით მოგზაური პირებისთვის მანამდე არსებული წესები გაუქმდა.
მგზავრებს არავითარი ფორმალობის შესრულება აღარ მოუწევთ საფრანგეთის მეტროპოლიასა თუ ზღვის იქითა ტერიტორიებზე გამგზავრებამდე;
აღარ მოეთხოვებათ სანიტარული საშვის წარდგენა;
აღარ მოეთხოვებათ გადაუდებელი მოტივის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა;
აღარ არიან ვალდებულნი, წარადგინონ ჯანდაცვის ზომებთან და საფრანგეთის საზღვარზე ანტიგენ ტესტის ჩატარების ვალდებულებასთან დაკავშირებული განცხადება, აღნიშნულია ინფორმაციაში.
საელჩოს ცნობით, იგივე ეხება საფრანგეთის მეტროპოლიასა და ზღვის იქითა ტერიტორიებს შორის მოგზაურობას.
რაც შეეხება მოგზაურობას საქართველოს მიმართულებით, საფრანგეთის ხელისუფლება აღარ ითხოვს მოგზაურობის მოტივის დამადასტურებელი საბუთის წარდგენას და არც საფრანგეთიდან გასვლის ცნობას.
„2022 წლის 15 ივნისიდან, ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში მოემგზავრება საჰაერო, სახმელეთო ან საზღვაო გზით, გათავისუფლებულია კოვიდ-ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტისა და PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის ვალდებულებისგან“, - აღნიშნავს საელჩო.
უწყების ცნობით, ნიღბის ტარება სავალდებულოა სამედიცინო დაწესებულებებში.