რუსთაველის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო ეკიპაჟი
სახანძრო ეკიპაჟი - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2022
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. რუთაველის გამზირზე, მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.
შემთხვევის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ორივე მათგანმა ხანძრის შედეგად მცირე დაზიანებები მიიღო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.
ყველა ახალი ამბავი
0