ჩხუბი ბათუმის რესტორანში - შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2022
გამოწერა
რესტორანში მყოფი პირები მუსიკის ჩართვის გამო ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი“.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
გავრცელებული ინფორმაციით, 30 ივლისის საღამოს ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მყოფი პირები მუსიკის ჩართვის გამო ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. რესტორნის სტუმრების ნაწილს მუსიკის ჩართვა სურდა, ხოლო მეორე ნაწილი მუსიკის ჩართვას ქვეყანაში გამოცხადებული გლოვის დღის გამო აპროტესტებდა, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
შსს-ს ინფორმაციით, ჩხუბის ყველა მონაწილე უკვე იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს მათი დაკითხვა.
საქართველოში 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
29 ივლისს გუდაურის ტერიტორიაზე ორი ადამიანი პარაპლანით ფრენისას კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა. დაშავებულთა დასახმარებლად გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა. სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა: ეკიპაჟის ოთხი წევრი, შინაგან საქმეთასამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი.
რაც შეეხება პარაპლანერისტებს, ტურისტი ადგილზე დაიღუპა, ინსტრუქტორი კი დაშავდა. იგი ამჟამად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.
ყველა ახალი ამბავი
0