ლიეტუვის ავიაკომპანია ბათუმში ფრენებს იწყებს

© photo: Sputnikბათუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია
ბათუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2022
გამოწერა
ავიაკომპანია Getjet საქართველოს მიმართულებით კვირაში ერთხელ იფრენს.
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ლიეტუვური ავიაკომპანია Getjet ვილნიუსიდან და ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს 1 აგვისტოდან განაახლებს, იუწყება ეკონომიკის სამინისტრო.
რეისები ვილნიუსსა და ბათუმს შორის 1 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო ტალინსა და ბათუმს შორის 15 აგვისტოდან 29 აგვისტომდე ყოველ ორშაბათს შესრულდება.
ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია და მთავრობა ხელს უწყობს ბალტიისპირეთიდან საქართველოში უფრო მეტი ტურისტის სტუმრობას. 2022 წლის იანვარი–ივნისის პერიოდში ქვეყანაში ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან 14,5 ათასი ვიზიტი განხორციელდა.
Getjet იქნება მესამე ავიაკომპანია, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებში ფრენებს განახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0