მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კონფლიქტი ჩრდილოეთ კოსოვოში - კოსოვოს მთავრობამ ნომრების შეცვლა ერთი თვით გადადო

© photo: Sputnik / Oleg Ivanovსამხედრო
სამხედრო - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2022
გამოწერა
ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკურმა სერბებმა სერბეთთან დამაკავშირებელ ორ მთავარ საზღვართან ახლოს გზები გადაკეტეს.
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. თვითაღიარებული კოსოვოს რესპუბლიკის ხელისუფლებამ, რეგიონში შექმნილი დაძაბული ვითარებისა და აშშ-ის მოწოდების შემდეგ, ერთი თვით გადაავადა ქვეყანაში სერბული ნომრებითა და დოკუმენტებით შესვლის აკრძალვასთან დაკავშირებული რეგულაციის ამოქმედება.
კვირას, საღამოს ჩრდილოეთ კოსოვოში, სადაც უმეტესად სერბები ცხოვრობენ, საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო.

„კოსოვოს მთავრობამ აიღო ვალდებულება, გადაწყვეტილების განხორციელება გადადოს 2022 წლის 1 აგვისტოდან... 1 სექტემბრამდე, როდესაც აღებული იქნება ბარიკადები და აღდგება ჩრდილოეთ კოსოვოში თავისუფალი გადაადგილება. მადლობას ვუცხადებთ საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით, აშშ-ის ელჩ ჯეფრი ჰოვენს მათი ერთგულებისა და წვლილისთვის“, – ნათქვამია კოსოვოს „მინისტრთა კაბინეტის“ განცხადებაში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „კოსოვოს რესპუბლიკის მთავრობა მკაცრად გმობს ჩრდილოეთ კოსოვოს გზების ბლოკირებას და პოლიციის მიმართულებით ადგილობრივი შეიარაღებული მოსახლეობის სროლებს“.
სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა განაცხადა, რომ კოსოვოს პოლიცია ჩრდილოეთ მხარეში 1 აგვისტოს ღამით დაიწყებს ოპერაციას და ბელგრადის მიერ გაცემული დოკუმენტებით მოქალაქეებს შესასვლელს გადაუკეტავს.
თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პოლიციამ სერბეთის ცენტრალურ ნაწილში ორი სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტის ბლოკირება განახორციელა, ადამიანებმა კი გზებზე ბარიკადების მოწყობა დაიწყეს.
ყველა ახალი ამბავი
0