Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ბენიფერის“ ქორწინება დიდხანს არ გასტანს - ჯეი ლოს პირველი ქმრის სკანდალური ინტერვიუ

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი
ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2022
გამოწერა
ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის დაქორწინების შემდეგ ჯეი ლოს პირველმა ქმარმა ოხანი ნოამ „დეილი მეილს“ სკანდალური ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ „ბენიფერის“ ქორწინება დიდხანს არ გასტანს.

„მე მათ ბედნიერებას ვუსურვებ, თუმცა ვფიქრობ, რომ მათი ქორწინება დიდხანს არ გასტანს. ჯენის მოსწონს შეყვარების პროცესი. ბოლოს და ბოლოს ექვსჯერ იყო დანიშნული. ბენი მისთვის მეოთხე ქმარია, მე კი მისთვის პირველი ქმარი ვიყავი. ის მეუბნებოდა, რომ მე ვიყავი მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული. როდესაც ჩვენ საწოლში ვიწექით და პირველი ღამე გვქონდა, მითხრა, რომ ჩვენ ერთად სიცოცხლის ბოლომდე ვიქნებოდით. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა, მაშინ ის უკვე პოპულარული იყო, მაგრამ მეოთხე ქორწინებამდე ის მეგა-ვარსკვლავი გახდა“, – აცხადებს ნოა.

ლოპესმა და ოხანი ნოამ 1996 წელს მაიამიში მდებარე რესტორანში გაიცნეს ერთმანეთი, მაშინ ჯეი ლო დამწყები მომღერალი იყო და პარალელურად მიმტანად მუშაობდა. გაცნობიდან ერთ წელში ისინი დაქორწინდნენ, თუმცა ორ წელიწადში დაშორდნენ ერთმანეთს.
ყველა ახალი ამბავი
0