ირაკლი ღარიბაშვილი მამუკა ონაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

© courtesy of Mamuka Onashviliმამუკა ონაშვილი
მამუკა ონაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2022
გამოწერა
ავტოავარია ნატახტართან მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მომღერალ მამუკა ონაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
55 წლის მამუკა ონაშვილი 31 ივლისს ავტოავარიაში მოყვა, რის შედეგადაც სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. იგი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იყო შეერთებული. მომღერალი დღეს გარდაიცვალა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მომღერლის მამუკა ონაშვილის გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ბატონი მამუკას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ ნატახტართან მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ადგილზე გარდაიცვალა მეორე ავტომობილის მძღოლი, 22 წლის ახალგაზრდა.
ყველა ახალი ამბავი
0