მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ესპანეთში ანომალიურმა სიცხემ 2 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

© AP Photo / Paul Whiteმადრიდის მცხოვრებლები შადრევანთან გრილდებიან
მადრიდის მცხოვრებლები შადრევანთან გრილდებიან - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2022
გამოწერა
გარდაცვლილთაგან 1.321 ადამიანი 85 წელს ზემოთ პირი იყო.
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. ექსტრემალური სიცხე, რომელიც ესპანეთში ივლისში დაფიქსირდა, 2.064 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა, ნათქვამია კარლოს III-ის ჯანმრთელობის ინსტიტუტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაუსაძლისი სიცხის გამო ყველაზე მეტი ადამიანი (184) 18 და 19 ივლისს გარდაიცვალა. აღნიშნულ დღეებში ესპანეთში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 38-40°С იყო.
ყოველდღიური სიკვდილიანობის მონიტორინგის სისტემის თანახმად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მაღალი ტემპერატურის გამო სიკვდილიანობა დაახლოებით ოთხჯერ ნაკლები იყო.
გარდაცვლილთაგან 1.321 ადამიანი 85 წელს ზემოთ ასაკის იყო, 470 კი 75-დან 84 წლამდე პირი, 176 ადამიანი 65-დან 74 წლამდე და 83 ადამიანი 45-დან 64 წლამდე პირი. ამავე მიზეზით გარდაიცვალა 14 წლამდე ათი ბავშვი.
ყველა ახალი ამბავი
0