ბათუმში პატიმარმა მძინარე თანასაკნელის მკვლელობა სცადა

© photo: Sputnik / Stringerპენიტენციური დაწესებულება
პენიტენციური დაწესებულება - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2022
გამოწერა
სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მძინარე თანასაკნელის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიების მიხედვით, შემთხვევა 2021 წლის 4 მარტს ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა. აღნიშნულ დაწესებულებაში მოთავსებულმა ერთ-ერთმა პატიმარმა მძინარე თანასაკნელს დაზიანებები მიაყენა, მათ შორის, მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები.
პროკურატურის ინფორმაციით, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა ჩარევის შედეგად დაზარალებული გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მისი გადარჩენა მოხერხდა.
ბრალდებულს ბრალი სსკ-ის 19,109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ) წარედგინა.
ყველა ახალი ამბავი
0