აშშ-ში ქართველი პიანისტი ძაღლმა დაგლიჯა

© Pixabay / TC-TORRESპიტბული
პიტბული - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2022
გამოწერა
7 წლის პიტბული ქალის გერს ეკუთვნოდა, რომელიც შემთხვევამდე ორი კვირით ადრე ავტოავარიაში დაიღუპა.
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. აშშ-ში მცხოვრები ქართველი პიანისტი მარინა გაბუნია საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“ ამერიკულ ტელეარხებზე დაყრდნობით.
მასმედიის ცნობით, 70 წლის ქალი მისი ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი გერის ძაღლმა დაგლიჯა.
ინციდენტი ლონგ-აილენდში მოხდა. ქალის დასახიჩრებული ცხედარი მისმა ქმარმა ნახა, რომელმაც პოლიცია გამოიძახა. პიტბულის ჯიშის ძაღლი პოლიციელსაც დაესხა თავს, რომელმაც ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მოკლა. პოლიციელი კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილობრივების განცხადებით, ძაღლის პატრონი მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. ახალგაზრდა მამაკაცი ორი კვირის წინ ავტოავარიაში დაიღუპა. სწორდ ამის შემდეგ გახდა ძაღლი აგრესიული – იგი არავის უშვებდა პატრონის ნივთებთან, იპარავდა მის ტანსაცმელს და მათზე იძინებდა.
ამიტომ სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ძაღლის ასეთი საქციელი შეიძლება პატრონის გარდაცვალებას უკავშირდებოდეს.
ყველა ახალი ამბავი
0