ჩვენი მამაცი სტუდენტი - ტექნიკური უნივერსიტეტი გიორგი მარგიანის ოჯახს უსამძიმრებს

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2022
გამოწერა
ტექნიკური უნივერსიტეტი გიორგი მარგიანის სახელის უკვდავსაყოფად არაერთი ღონისძიების გამართვას გეგმავს
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სამძიმარს უცხადებს გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული მაშველის, სტუ-ის სტუდენტ გიორგი მარგიანის ოჯახს.
ბიზნეს-ტექნოლოგიების მეოთხე კურსის სტუდენტი გიორგი მარგიანი გუდაურთან, 29 ივლისს ჩამოვარდნილ სამაშველო ვერტმფრენში იმყოფებოდა.
„ჩვენმა ქვეყანამ და საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაკარგა სიკეთითა და სითბოთი სავსე ახალგაზრდა, რომელმაც ცხოვრების მიზნად სხვების დახმარება დაისახა და სწორედ ასეთად დარჩება ის ჩვენს მეხსიერებაში. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი გუდაურში ტრაგუკულად დაღუპულებს! მსუბუქი ყოფილიყოს გიორგი მარგიანისთვის ქართული მიწა”,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ის ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა: ეკიპაჟის ოთხი წევრი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი. ყველა მათგანი დაიღუპა.
პარაპლანის ინსტრუქტორი, რომლის გადასარჩენადაც მიმდინარეობდა სამაშველო ოპერაცია, დაშავებულია და ამ დროისათვის საავადმყოფოშია, მასთან ერთად მყოფი პაკისტანელი ტურისტი კი გარდაიცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0