რამდენი ბაზარია საქართველოში: საქსტატის მონაცემები

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2022
გამოწერა
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. მიმდინარე წლის დასაწყისის მონაცემებით, საქართველოში სულ 194 ბაზარი ფუნქციონირებს, რომელთა მესამედი თბილისშია განთავსებული, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მასალებში.
სააგენტოს ცნობით, რეგიონებში ყველაზე მეტი ბაზარი იმერეთშია, ხოლო ყველაზე ნაკლები — რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
ამასთან აღინიშნება, რომ ქვეყანაში ბაზრების უმეტესობა პროდუქტებისაა. ტანსაცმლის ბაზრობები მთლიანი რაოდენობის მხოლოდ მესამედს შეადგენს. ამასთან ბაზრების 95,4% კერძო საკუთრებაა, 40 ბაზარი ინდმეწარმეთა საკუთრებაშია. სახელმწიფო ბაზრების მხოლოდ 4,6%-ს ფლობს.
დღეისათვის თბილისსა და რეგიონებში ბაზრების რაოდენობა ასეთია:
თბილისი — 60
აჭარა — 11
გურია — 3
იმერეთი — 37
კახეთი — 24
მცხეთა-მთიანეთი — 5
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი — 2
სამეგრელო-ზემო სვანეთი — 25
სამცხე-ჯავახთი — 5
ქვემო ქართლი — 14
შიდა ქართლი — 9
სულ ბაზრებს 2 მლნ კვადრატული მეტრი ფართობი უკავია. დღეში ყველა ბაზარზე დაახლოებით 38,1 ათასი ადამიანი ვაჭრობს.
სახელმწიფოს შემოსავალმა ყველა ბაზრიდან 2021 წელს 147,3 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 16,2 ლარი — ვაჭრობის უფლების საფასური იყო, ხოლო 125,2 მილიონი — სავაჭრო ადგილების არენდისა.
საქართველოს ბაზრების ტერიტორიებზე 70 სანიტარულ-ვეტერინარული ლაბორატორია, 1,3 ათასი საწყობი და 361 მაცივარია განთავსებული.
ყველა ახალი ამბავი
0