https://sputnik-georgia.com/20220731/paraplanis-piloti-269049848.html
როგორია პარაპლანის პილოტის ჯანმრთელობის მდგომარეობა: ლევან რატიანის კომენტარი
როგორია პარაპლანის პილოტის ჯანმრთელობის მდგომარეობა: ლევან რატიანის კომენტარი
Sputnik საქართველო
პილოტი გამოძიებას ჯერ არ გამოუკითხავს პარაპლანის ჩამოვარდნის ეპიზოდთან დაკავშირებით 31.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-31T13:24+0400
2022-07-31T13:24+0400
2022-07-31T13:24+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23615/48/236154888_0:178:3009:1871_1920x0_80_0_0_9819ce9cfc6f73051b7831647ac0da55.jpg
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. პარაპლანის პილოტი, რომელიც 29 ივლისს გუდაურთან კლდეს შეეჯახა და გადარჩა, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.როგორც კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, პაციენტს მრავალი დაზიანება აქვს, მათ შორის მოტეხილობები, ნაფლეთი ჭრილობები და ტვინის შერყევა. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.არსებული ინფორმაციით, პილოტი, მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, გამოძიებას ჯერ არ გამოუკითხავს პარაპლანის ჩამოვარდნის ეპიზოდთან დაკავშირებით.აღსანიშნავია, რომ პარაპლანის ინსტრუქტორს თან ახლდა უცხოელი მოქალაქე, რომელიც ინციდენტს ემსხვერპლა.პარაპლანი 29 ივლისს შეეჯახა კლდეს გუდაურთან და ხევში ჩავარდა. მათ ამოსაყვანად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გაიგზავნა, რომელიც სამაშველო ოპერაციის დროს ჩამოვარდა და აფეთქდა. ვერტმფრენის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23615/48/236154888_139:0:2870:2048_1920x0_80_0_0_2f028a5225f02ab79c66bd837a16eb25.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
როგორია პარაპლანის პილოტის ჯანმრთელობის მდგომარეობა: ლევან რატიანის კომენტარი
პილოტი გამოძიებას ჯერ არ გამოუკითხავს პარაპლანის ჩამოვარდნის ეპიზოდთან დაკავშირებით
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. პარაპლანის პილოტი, რომელიც 29 ივლისს გუდაურთან კლდეს შეეჯახა და გადარჩა, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
როგორც კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, პაციენტს მრავალი დაზიანება აქვს, მათ შორის მოტეხილობები, ნაფლეთი ჭრილობები და ტვინის შერყევა. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება ქირურგიულ განყოფილებაში. შემოყვანის დროს გადაუდებელი ოპერაცია ჩატარდა და გრძელდება სიმპტომური თერაპია. ამ ეტაპზე, მისი სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია, სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია. ალბათ რამდენიმე დღე დაყოვნდება კლინიკაში და შემდეგ გაეწერება“,— განმარტა რატიანმა.
არსებული ინფორმაციით, პილოტი, მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, გამოძიებას ჯერ არ გამოუკითხავს პარაპლანის ჩამოვარდნის ეპიზოდთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ პარაპლანის ინსტრუქტორს თან ახლდა უცხოელი მოქალაქე, რომელიც ინციდენტს ემსხვერპლა.
პარაპლანი 29 ივლისს შეეჯახა კლდეს გუდაურთან და ხევში ჩავარდა. მათ ამოსაყვანად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გაიგზავნა, რომელიც სამაშველო ოპერაციის დროს ჩამოვარდა და აფეთქდა. ვერტმფრენის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.